ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნა მანიანი
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2014


  ჩამოტვირთვა

ჩვენ

ნუ დამიწესებ საზღვრებს,
გახევებული მზერა აგარიდე,
შენი თვალები ჩარჩოშია.
იგონებ საკანს,
გამოგონილ ციხეში ლპები
გაუჭრელი მაჯიდან
სისხლით იცლები
მე
გაუსაძლის უფსკრულებს ვუმზერ,
ნუ დამიწესებ საზღვრებს
ასე მიყვარხარ
ჩვენი დღეები უფრო ნაცრისფერი ხდებიან,
უფრო ხშირად გაურბიან
ფიქრები ერთმანთს.
შენ გამოგონილ საკანში ლპები.
ჩემ წინ სივრცეა
სადაც ბევრჯერ უნდა მოვკვდე
და დავიბადო,
რათა ათასმეერთედ ვიპოვო
არდაკარგული მე.
ნუ დამიწესებ საზღვრებს
ასე მიყვარხარ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები