 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 23 ნოემბერი, 2014 |
შეხედე ამ მთებს,ამ მთებს იქით ჩემი სახლია, ჩემი მდინარე,ჩემი მდელო,ჩემი ზღაპარი, ნეტავ ვიცოდე,ამ ქალაქებს რა თავს ვახლიდი, ბეთქილს და დალის ნეტავ რატომ გამოვეპარე?!
შეხედე ამ ცას,ამ ცის იქით ცემი ცებია, იქ, მთვარე არის ნათელი და უფრო ამაყი, იქ,ერთგულებას არასდროს არ გეფიცებიან, მწვერვალებს შორის გაკიდულა ნისლი ჰამაკად,
შეხედე ქუჩებს,სევდიანს და ატალახებულს, ჩემი ქუჩები-საცალფეხო ბილიკებია, სადაც სირბილით ავუყვები უფლის ნაფეხურს, ანგელოზები ცის კალთებთან მეგებებიან,
ამ მთებს შეხედე,ამ მწვერვალებს,მე ნუ მიყურებ, მე ეტალონად შენთვისაც კი არ გამოვდგები, შუბლზე მაკოცე და რომ გახვალ კარი მიხურე... შენ მოახერხებ სამყაროსთან ომის მოგებას,
ამ მთებს შეხედე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მოწონებას ვტოვებ. მოწონებას ვტოვებ.
6. შენ ნიჭიერი კაცი ხარ ძალიან. იმათაც ჯობიხარ შენზე მეტად რომ აქებენ. მახსოვს შენი ლექსები ლიტკლუბიდან შენ ნიჭიერი კაცი ხარ ძალიან. იმათაც ჯობიხარ შენზე მეტად რომ აქებენ. მახსოვს შენი ლექსები ლიტკლუბიდან
5. ნარნარა ლექსია,თავდაჯერებულიც... :) მომეწონა შინაარსი ნარნარა ლექსია,თავდაჯერებულიც... :) მომეწონა შინაარსი
1. მგონია, რომ "შეგონება" არ უნდა ერქვას.
კარგი ლექსია, პატრიოტული, ნოსტალგიური.
"ბეთქის" სწორად წერია?
მგონია, რომ "შეგონება" არ უნდა ერქვას.
კარგი ლექსია, პატრიოტული, ნოსტალგიური.
"ბეთქის" სწორად წერია?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|