მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
სამხრეთის ჩრდილი
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2014
***
###
ადამიანები ტოვებენ ერთმანეთს
გაჩერებებზე,
იმ იმედით,
რომ მატარებელი ჩამოივლის,
რომელიც არ არსებობს.
###
შენ შეგიძლია სახე დამალო
ხელებში,
ხელები-ზურგსუკან,
მაგრამ ვერსად დამალავ სინდისს-
ჭეშმარიტ დევნილს ამ ქვეყანაზე.
###
მე იმდენი ვიფიქრე
მომავალ ცხოვრებაზე,
ერთ საღამოს,
აწმყოდან გამოსულს,
წარსულზე მიმეძინა.
###
ოთახში ბნელა.
განზრახ არ ვანთებ ნათურას.
იქნებ ვინმემ შენიშნოს სიბნელე,
თუკი ეს შესაძლებელია,
და თავისი მოსვლით გაანათოს ოთახი.
###
მე ყველა გზა გადამეკეტა.
ძალა არ მყოფნის
მიწაში ჩავძვრე,
სხვა გზა არაა,
ფრენა უნდა ვისწავლო.
###
არ შეიძლება
ხე მოჭრა მხოლოდ
იმიტომ ,
მზის სხივმა ,
შენამდეც რომ მოაღწიოს.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
###
არ შეიძლება
ხე მოჭრა მხოლოდ
იმიტომ ,
მზის სხივმა ,
შენამდეც რომ მოაღწიოს.
+++
###
არ შეიძლება
ხე მოჭრა მხოლოდ
იმიტომ ,
მზის სხივმა ,
შენამდეც რომ მოაღწიოს.
+++
დევი.
2014-11-22 20:41:32
1.
მე–3,4 და ბოლო მომეწონა
მე–3,4 და ბოლო მომეწონა
ელადა.
2014-11-22 16:07:02
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
24.06.2026 07:30:57