ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუკა ლაშხი
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2014


* * *

განა იმიტომ რომ გიყვარს,რომ ყველაზე ლამაზია_არა.
რომ ის ყველაზე განსაკუთრებულად გისმენს,როცა უკითხავ_არა.
რომ ყველაზე მეტად გმალავს საბანში გაცოფებული დედამიწელების სიძულვილისგან_არა.
რომ მისი ჩაი ყველაზე მეტად გამშვიდებს_არა.
რომ,მხოლოდ მის გარშემო დგას ლავანდის იისფერი არომატი_არა.
რომ სადაც არ უნდა წახვიდე,გელოდება ყველგან_არა.
რომ ის ყველაზე ერთგულად იცავს შენს ფილტვებს ნახშირორჟანგისგან_არა.
რომ მას საოცარი სექსუალური ფანტაზიები აქვს_არა.
რომ მან უარი არ თქვა ყველაფერ იმის ატანაზე,რაც რამ საშინელება გჭირს ხასიათში_არა.
რომ ის ყველაფერი რაც შენია,ძნელად შესანარჩუნებელი სიცოცხლესავით ძვირფასია მისთვის_არა.
რომ აპირებ გნახოს ნაოჭებასხმული ბუხართან_არა.
რომ შენი ყოველდღიურობა გახადო მისი საუზმე,სადილი,ვახშამი_არა.
რომ შენი სპექტაკლებისა და წიგნების პრეზენტაციების დღესაწაულებამდე მისაღწევად,მხოლოდ მისი ძალა გჭირდება_არა.
რომ ის გახარებდეს,როგორ ხარობენ გარშემო,რომ ის შენია_არა.
მხოლოდ იმიტომ,რომ მას შენი სიმართლე ჰქვია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები