| ავტორი: ელადა ჟანრი: საბავშვო 26 ნოემბერი, 2014 |
საახალწლოდ ირთვება, ტყეში დიდი ნაძვის ხე, ყველას დაჰპატიჟებენ, საშობაო ნადიმზე.
მოსაწვევებს ფრინველებს, დაურიგებს მტრედია, ცხოველებზე იზრუნებს, მელაკუდა, მელია.
თოვლის პაპა იქნება, თეთრბეწვება კურდღელი, საჩუქრებზე ზრუნავდა, მთელი წელი უწყვეტლივ.
ტახმა წაბლი იშოვა, ციყუნიამ კაკალი, მელა კუდას სოკოთი გაუვსია კალათი.
დათვიც მოაბაჯბაჯებს, გასწყვეტია ქანცი, გაჭირვებით მოაქვს, თაფლით სავსე კასრი.
ბოდიშს იხდის ირემი, რქები დაბლა დახარა, ჩემი რძე მოგიტანეთ, დინჯად ყველას ახარა.
ფრინველების სახელით, ბოდიშს იხდის თოლია, უსაჩუქროდ მოვედით, რადგან ირგვლივ თოვლია.
ნაძვზე ჩიტებს შეუბამთ, კენკროვანის მძივები, მზეზე კი ბრჭყვიალებენ, დათოვლილი გირჩები.
ყველაფერი მზადაა, უხმობს ყველას ტურა, მოდით ერთად გავშალოთ, საახალწლოდ დღეს სუფრა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მართლაც რომ საბავშვოა....მომეწონა. ცოტა დასასრულში სიტყვა "დღეს" მეზედმეტა ... ++ მართლაც რომ საბავშვოა....მომეწონა. ცოტა დასასრულში სიტყვა "დღეს" მეზედმეტა ... ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|