 | ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 26 ნოემბერი, 2014 |
„მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა, მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის, და სიყვარულის ასე მოთმენა.“
გალა
ნოემბრის ღამე დაბერდა და მთაც გადათეთრდა, პატარა ჩანხარ ვარსკვლავივით - შორო და დიდო - ვჭამ უშენობას ყოველ დილით ყავასთან ერთად და წარსულს ვეძებ, სიგარეტზე რომ მომიკიდოს...
არ დანებდება ნაძვი ქარებს, იბრძოლებს მაინც... ქალაქის ზამთარს თოვლს ვთხოვ, ანუ ვუცვლი ნარატივს... შენი დანახვა მაგონებდა მაისის აისს, ახლა ბრმა ვარ და ჩემს ოთახში მზე სულ არ დადის...
დღეს ისევ წვიმს და ქუჩის ბოლოს კვლავ მეგულები, ნერვებს ვყიდი და სველ ტროტუარს ფეხქვეშ ვიფენდი. დგანან პირისპირ შურით თვალებანთებულები, უმოქმედონი, თავის თავით კმაყოფილები...
ზოგიერთ კაცზე უკეთესი გული აქვთ ძაღლებს!.. - ამას ვხვდები და არ დანებდე, შენ სულ იომე. ჩემზე ნუ ფიქრობ, თავისთავად დრო დამიძახებს შენზე ფიქრის და ლექსის რითმის კოლექციონერს...
არ დაუჯერო არც ერთ უფროსს, რაც უნდა გაქონ... (საკუთარ სიკვდილს დავაკლდი, ან გვიან მივედი)... კაფეს კუთხეში ლუდს წრუპავენ და შლიან ბანქოს გროტესკები და ჩემი ბედის ირონიები...
და ერთი სიტყვით, მომინდა, რომ ცა გულით თოვდეს, დავწვავ ამ ფურცელს და სითბოთი ოთახს გაგივსებ... დედა ვატირე ამ მოთმენის უნარის, თორემ რად უნდა ვწერდე სიყვარულზე, და თან ცალმხრივზე!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. და ერთი სიტყვით, მომინდა, რომ ცა გულით თოვდეს, დავწვავ ამ ფურცელს და სითბოთი ოთახს გაგივსებ... დედა ვატირე ამ მოთმენის უნარის, თორემ რად უნდა ვწერდე სიყვარულზე, და თან ცალმხრივზე!..
:)
და ერთი სიტყვით, მომინდა, რომ ცა გულით თოვდეს, დავწვავ ამ ფურცელს და სითბოთი ოთახს გაგივსებ... დედა ვატირე ამ მოთმენის უნარის, თორემ რად უნდა ვწერდე სიყვარულზე, და თან ცალმხრივზე!..
:)
7. დედა ვატირე ამ მოთმენის უნარის, თორემ რად უნდა ვწერდე სიყვარულზე, და თან ცალმხრივზე!..
მეც ვატირე ! :)
ძალიან მომეწონა, მეტი რომ არ შეიძლება ისე ! :) + დედა ვატირე ამ მოთმენის უნარის, თორემ რად უნდა ვწერდე სიყვარულზე, და თან ცალმხრივზე!..
მეც ვატირე ! :)
ძალიან მომეწონა, მეტი რომ არ შეიძლება ისე ! :) +
6. +.30/11/14წ. +.30/11/14წ.
4. ზოგიერთ კაცზე უკეთესი გული აქვთ ძაღლებს!.. - ამას ვხვდები და არ დანებდე, შენ სულ იომე. ჩემზე ნუ ფიქრობ, თავისთავად დრო დამიძახებს შენზე ფიქრის და ლექსის რითმის კოლექციონერს...
არ დაუჯერო არც ერთ უფროსს, რაც უნდა გაქონ... (საკუთარ სიკვდილს დავაკლდი, ან გვიან მივედი)... კაფეს კუთხეში ლუდს წრუპავენ და შლიან ბანქოს გროტესკები და ჩემი ბედის ირონიები...
კარგია ) ზოგიერთ კაცზე უკეთესი გული აქვთ ძაღლებს!.. - ამას ვხვდები და არ დანებდე, შენ სულ იომე. ჩემზე ნუ ფიქრობ, თავისთავად დრო დამიძახებს შენზე ფიქრის და ლექსის რითმის კოლექციონერს...
არ დაუჯერო არც ერთ უფროსს, რაც უნდა გაქონ... (საკუთარ სიკვდილს დავაკლდი, ან გვიან მივედი)... კაფეს კუთხეში ლუდს წრუპავენ და შლიან ბანქოს გროტესკები და ჩემი ბედის ირონიები...
კარგია )
3. საცდელს ლექსს ნამდვილად არ გავს ეს,ზალიან მომეწონა,ვ აპლიუსებ საცდელს ლექსს ნამდვილად არ გავს ეს,ზალიან მომეწონა,ვ აპლიუსებ
2. ბედისაა :D გმადლობთ ბედისაა :D გმადლობთ
1. "ზოგიერთ კაცზე უკეთესი გული აქვთ ძაღლებს!.. -"
ნამდვილად!
კარგი ლექსია.
რატომაა "საცდელი"?
"ზოგიერთ კაცზე უკეთესი გული აქვთ ძაღლებს!.. -"
ნამდვილად!
კარგი ლექსია.
რატომაა "საცდელი"?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|