ბოლო ხანია, მავნე ჩვევებს მივეჩვიე... ვეღარ ვცემ პასუხებს, ვეღარც მარტივ და მით უფრო რთულ კითხვებს... ნავთსაყუდელის პოვნას ვცდილობ დელისიდან ჩამავალ ბილიკზე, რომელიც გადის გზებს, ხეებსა და ბენზინ გასამართ სადგურებს შორის... მიუხედავად ავტომანქანების ხმაურისა, ეს ბილიკი ერთ-ერთი მშვიდი ადგილია ამ ქაოსიანი სამყაროსი... მაგრამ ეს მოკლე მანძილი უსასრულოდ გრძელი და ცარიელია შენ გარეშე... ოციოდე წამი ვჩერდები სკამთან და უკან ვბრუნდები... უკვე გვიანია, მხოლოდ მეტროსადგური ელოდება დღის უკანასკნელ მგზავრებს... ჩავდივარ, მეტრო მოსვლას არ აგვიანებს, ვჯდები სკამზე, გარშემო გადაღლილი ხალხია. მე უხერხულად ვარ... ჩემს შარვალზე ტალახის გამხმარი შხეფებია... ამ ყველაფერს ერთი წყვილი აქარვებს, გოგოს მშვიდად სძინავს ბიჭის მხარზე. მათ თითებზე მორგებული ბეჭდები, იმდენად სუფთაა, მყარი, რომ შეუძლებელია მათი დაშორება... ეს ორი ადამიანი სცემს ყველა კითხვას პასუხს... თავდახრილი მივდივარ სახლისკენ, ვხუჭავ თვალებს, ვუსმენ ხმელი ფოთლების ხმაურს, რომელსაც ჩემი ფეხსაცმლები იწვევს... ვიმეორებ ფრაზებს, რომელიც შენზეა და საბოლოოდ ვრწმუნდები, რომ თითოეული ფრაზა ყოველგვარი ფანტაზიის გარეშე, რეალურია... ესე იგი გიძღვნი სიმართლეს, რაც ადასტურებს ჩემს მეოცნებე პიროვნებას... ვახელ თვალებს, ავდივარ კიბეზე და ჩემს არსებობაში ჩნდება ერთადერთი ნავთსაყუდელი, რომელიც შენი ღამეული ფანჯრებია, ჩემი ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მომწონს ძალიან. მომწონს ძალიან.
6. გულწრფელობის და ნამდვილი შეგრძნებების ნაზავი... კარგად წამეკითხა... გულწრფელობის და ნამდვილი შეგრძნებების ნაზავი... კარგად წამეკითხა...
5. როგორი ნამდვილი იყო ეს ნაწერი და ფრაზა..."ესე იგი გიძღვნი სიმართლეს, რაც ადასტურებს ჩემს მეოცნებე პიროვნებას..." როგორი ნამდვილი იყო ეს ნაწერი და ფრაზა..."ესე იგი გიძღვნი სიმართლეს, რაც ადასტურებს ჩემს მეოცნებე პიროვნებას..."
4. ავტორი: ირაკლი ბერია ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: ირაკლი ბერია ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
1. კარგი იყო....:-* 5 ვიარეე...ვიარე...ვიხეტიალე და ბოლოს ერთადერთ, ნავთსაყუდელთან აღმოვჩნდი... კარგი იყო....:-* 5 ვიარეე...ვიარე...ვიხეტიალე და ბოლოს ერთადერთ, ნავთსაყუდელთან აღმოვჩნდი...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|