*** ცხვება ლავაში, ლუდხანაში ილევა ლუდი, ცვდება ტალახში, შემცივნული მათხოვრის ქუდი...
*** ქალაქის ფოთლებჩაცვენილ ქუჩებს, კვლავ ბოშა ქალი გასძახის, "ხურდა", ვიღაც პოულობს ნაგავში "ტუფლებს", და უხარია, (ასეთი სურდა...)
*** წვიმს... მიწისქვეშა გადასასვლელში, თათარი ბიჭი უკრავს გიტარას, და ჩუმი ნატვრა ობლის თვალებში, ქარმა ფოთლებით შემოიტანა...
*** ჩემი ცხოვრება ჰგავს ფოთოლცვენას, შენ ვიღაც გჩუქნის იისფერ კაშნეს, როგორც ყვავილზე მტვერის მოვლენა, შეუმჩნეველი მინდა რომ დავრჩე...
*** ჩემს ფანჯრებთან ძველ იგავებს ჰყვება ქარი, შემოდგომას ეს ფოთლები ვისთან მიაქვს? დრო ვერ წაშლის, რაც იყო და რაც აქ არის, მზე მომიტანს შენი ხელით გამთბარ ნიავს...
*** წვიმს... იქნებ შენთან ახლა ქარია, და არხევს ნაზად სახლის წინ ტირიფს, ჩემი ცხოვრება - სევდის ხაზია, მე ჭიქა არყით მოვირჩენ ტკივილს...
***
ისევ მარტო ვარ და ვეძებ ბინას, ღმერთს ვემეტები ცივი ღამისთვის, შენ იქნებ ახლა სულაც არ გძინავს, და არჩევ კაბას პაემანისთვის...
*** პოეზიაში - მე ხმელი ტოტი, რითმისთვის ახლა ვამბობ ”სონეტებს”, დამიმახსოვრებს ჩემი ბლოკნოტი, დავავიწყდები მოძმე პოეტებს...
*** სული არეული გრანელივით, წერაც ამ ბოლო დროს მივატოვე, ახლა მიზეზი მაქვს დალევისთვის, ჩემი სტუმარია სიმარტოვე...
*** ვიღაცას უდგას დღეები რთული, მძიმე ავადმყოფს სადღაც უვლიან, და ვამჩნევ ახლა, რომ ჩემი სული, ჩემი სახლივით გაბზარულია...
ლუბას
ენგურის ნისლი, ოდიშურ ველებს, მოეფინება, როგორც ცის მადლი, ღმერთო სიყვარულს ნუ გამინელებ, თაფლისფერთვალა გოგონასადმი...
*** თოვლია... ბინდიც შემოდის მალვით, ჩვენი შეხვედრაც მალე მოხდება, სველი სადგური, დგას ბოშა ქალი, ბავშვით ხელში და მზეს ელოდება...
*** ვკითხულობ "ბროდსკის", ჩემი ოცნება ჭიანჭველებს სანაგვეზე გადააქვთ, მოძველდა დროც კი, თუ დღეს მომკლავენ, ჩემთვის სამოთხე უკვე მზადააქვთ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ინტერნაციონალურია! ინტერნაციონალურია!
6. + . 29/11/14წ. + . 29/11/14წ.
5. გეგა გაიხარე, მადლობა ყველას :) გეგა გაიხარე, მადლობა ყველას :)
4. ქალაქის ფოთლებჩაცვენილ ქუჩებს, კვლავ ბოშა ქალი გასძახის, "ხურდა", ვიღაც პოულობს ნაგავში "ტუფლებს", და უხარია, (ასეთი სურდა...)
ინტერესნო.. 3 ქალაქის ფოთლებჩაცვენილ ქუჩებს, კვლავ ბოშა ქალი გასძახის, "ხურდა", ვიღაც პოულობს ნაგავში "ტუფლებს", და უხარია, (ასეთი სურდა...)
ინტერესნო.. 3
3. ზოგი კადრი სასიამოვნოდ ნამიანი იყო...თუ ცვრიანი :)
თითქოს ნიკი არ უხდება ამ ამ სტრიქონებს.
სამაგიეროდ, მოუხდა ლუბა :)
ზოგი კადრი სასიამოვნოდ ნამიანი იყო...თუ ცვრიანი :)
თითქოს ნიკი არ უხდება ამ ამ სტრიქონებს.
სამაგიეროდ, მოუხდა ლუბა :)
2. რამდენიმე კარგიოა:) 5 რამდენიმე კარგიოა:) 5
1. ბევრი მომეწონა ბევრი მომეწონა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|