 | ავტორი: ირინკა ჟანრი: პოეზია 2 დეკემბერი, 2014 |
მებადურო, შენ რომ აკეცილი ტოტებით მუხლებამდე შედიხარ ამღვრეულ მდინარეში და მოლოდინით აგდებ იმედის ბადეს, მე ისევ შენს ფეხებთან დავცურავ, როგორც გუშინ, ან იმის წინ. ლაყუჩებს ვბერავ მონდომებით, ჰაერს ვიგროვებ და პატარა, თხელი ფარფლებით, ვცდილობ ამოვყვე განიერ ბადეს წყლის ზედაპირზე. მერე რა, თუკი სიკვდილს ჩავხედავ ცივ თვალებში, აქ ისედაც ცივა გამუდმებით, ისედაც მიჭირს... როცა ვიცი რომ მანდ, სადღაც ახლოს ცას მზე ჰკიდია, ჩვენამდე კი ვერაფრით აღწევს მისი სხივები...
მებადურო! შენ რა იცი ოცნებებისა? აქ ყოველ დილით იმ იმედებით მოდიხარ რომ, გაგიმართლებს განსხვავებით ელიოზისგან და დაიჭერ ოქროს ლიფსიტას. მერე კი ალბათ სულს გაყიდი, ან ჩამოჯდები მდინარის პირას. ვინ იცის, იქნებ უნებურად ღმერთიც იწამო.
მე კი... მე ახლაც ისე, როგორც გუშინ, ან იმის წინათ, შენს ფეხებთან განვაგრძობ ცურვას. არც ოცნებების ახდენა ვიცი, ოქროს თევზსაც არაფრით ვგავარ, მაგრამ მჯერა, რომ სადღაც ზევით, შენს სიმაღლეზე, (ან უფრო მაღლაც) ცას სასწაული - მზე ჰკიდია და მხოლოდ შენ ერთს, შენ შეგიძლია ამიყვანო წყლის ზედაპირზე, არ გამწირო ამ სიღრმეში მის უნახავად.
მებადურო! გაშალე ბადე...
21/05/2010
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. მადლობა ქიზიყელო :) მადლობა ქიზიყელო :)
13. მომეწონა უღმერთო მებადურისთვის ასე ვედრება... ცას სასწაული - მზე ჰკიდია და მხოლოდ შენ ერთს, შენ შეგიძლია ამიყვანო წყლის ზედაპირზე, არ გამწირო ამ სიღრმეში მის უნახავად.
მებადურო! გაშალე ბადე...
მომეწონა უღმერთო მებადურისთვის ასე ვედრება... ცას სასწაული - მზე ჰკიდია და მხოლოდ შენ ერთს, შენ შეგიძლია ამიყვანო წყლის ზედაპირზე, არ გამწირო ამ სიღრმეში მის უნახავად.
მებადურო! გაშალე ბადე...
12. კარიბის ზღვის მეკობრეებში რომ ვიქტორია სეკრეტის გოგოები მონაწილეობენ ქალთევზების როლში ეგ რატომ გახსენა :D
მევიყო გარეთ.. 5 კარიბის ზღვის მეკობრეებში რომ ვიქტორია სეკრეტის გოგოები მონაწილეობენ ქალთევზების როლში ეგ რატომ გახსენა :D
მევიყო გარეთ.. 5
11. დავტკბი, გაიხარე ავტორო! დავტკბი, გაიხარე ავტორო!
10. ირინოლა, რაებს ფიქრობ შენ თურმე. ძალიან კარგი ნაწერია. ემოციურად ისე მიყავხარ ბოლომდე რომ თითქოს შენ (მკითხველი) ელაპარაკები მებადურს. ირინოლა, რაებს ფიქრობ შენ თურმე. ძალიან კარგი ნაწერია. ემოციურად ისე მიყავხარ ბოლომდე რომ თითქოს შენ (მკითხველი) ელაპარაკები მებადურს.
9. ირინკა :* +5 ირინკა :* +5
8. მადლობა ყველას :* მადლობა ყველას :*
5. კარგი იყო! ერთი ამოსუნთქვით იყო (მომეჩვენა) დაწერილი. კარგი იყო! ერთი ამოსუნთქვით იყო (მომეჩვენა) დაწერილი.
4. მაგრამ მჯერა, რომ სადღაც ზევით, შენს სიმაღლეზე, (ან უფრო მაღლაც) ცას სასწაული - მზე ჰკიდია და მხოლოდ შენ ერთს, შენ შეგიძლია ამიყვანო წყლის ზედაპირზე, არ გამწირო ამ სიღრმეში მის უნახავად.
მებადურო! გაშალე ბადე...
ჩემი ფავორიტკა! 555555555 მაგრამ მჯერა, რომ სადღაც ზევით, შენს სიმაღლეზე, (ან უფრო მაღლაც) ცას სასწაული - მზე ჰკიდია და მხოლოდ შენ ერთს, შენ შეგიძლია ამიყვანო წყლის ზედაპირზე, არ გამწირო ამ სიღრმეში მის უნახავად.
მებადურო! გაშალე ბადე...
ჩემი ფავორიტკა! 555555555
3. მებადურო! შენ რა იცი ოცნებებისა? აქ ყოველ დილით იმ იმედებით მოდიხარ რომ, გაგიმართლებს განსხვავებით ელიოზისგან და დაიჭერ ოქროს ლიფსიტას. მერე კი ალბათ სულს გაყიდი, ან ჩამოჯდები მდინარის პირას. ვინ იცის, იქნებ უნებურად ღმერთიც იწამო.
მარტო ეს რად ღირს.... ძალიან მაგარი იყო! მებადურო! შენ რა იცი ოცნებებისა? აქ ყოველ დილით იმ იმედებით მოდიხარ რომ, გაგიმართლებს განსხვავებით ელიოზისგან და დაიჭერ ოქროს ლიფსიტას. მერე კი ალბათ სულს გაყიდი, ან ჩამოჯდები მდინარის პირას. ვინ იცის, იქნებ უნებურად ღმერთიც იწამო.
მარტო ეს რად ღირს.... ძალიან მაგარი იყო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|