ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
3 დეკემბერი, 2014


ლა სტრადა (ნ.დარბაისელი)

ნინო დარბაისელი


ლა სტრადა*


(ციკლიდან: ,,ლირიკული ეტიუდები")

გაცნაურდა გზები და ნაბიჯები.
უცნაური, მაინც, რაოდენია!
მაგალითად, კარგისათვის ისჯები,
თან ის კარგი არც კი ჩაგიდენია!

ვის მოჰკითხო ამ დროს მოსაკითხავი,
მეც მდუმარედ ვიღიმოდი, მთვარიან
ღამეს, როცა დაკარგვამდე მითხარი:
,,წმინდანები მოსაწყენი არიან"...

იქნებ იყო რამე განსამარტავი
და სათქმელი ჩავიბრუნეთ მრავალი?
დაე, გესმას მელოდია მარტივი,
თუ შეჩერდი გზაზე მარტოდ მავალი!
- - - - - - - - -- -
* La strada - გზა (იტალ) - სახელწოდება ფ.ფელინის ფილმისა, რომელიც რუსულის კვალად, ჩვენში ცნობილია სათაურით ,,ისინი გზებზე დაეხეტებოდნენ').

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები