 | ავტორი: დამიანი ჟანრი: პოეზია 4 დეკემბერი, 2014 |
რა გაეწყობა, ჩემი ცხოვრება ძალზედ ადრე მოხუცდა, მისგან აღარაფერს არ მოველი, არ მოველი რომ კიდევ შეცვლის რამეს, როგორც სიკვდილის პირას მდგარი მოხუცი. უბრალოდ, იმ მოხუცის მსგავსად, ერთ-ორ ბრძნულ სიტყვას თუ იტყვის. ისიც, რაში მარგია? ჩაიტანოს საფლავში თუ უნდა. აქ მხოლოდ ახალგაზრდებს უსმენენ, ეს ცხოვრება მოხუცებს ნაკლებად ეკუთვნით.
ღმერთმა ინება, რომ მიმხვდარიყავით; ყველაფერი დამთვარდება თუკი დაიწყო, მაგრამ ეს ცხოვრება ჩვენ არ დაგვიწყია, სადღაც შუიდან, სხვისი მიტოვებული გავაგრძელეთ და ახლა მაინცდამაინც ჩვენ უნდა ჩავყვეთ ბოლომდე.
არავითარი განსაკუთრებულობა არ არსებობს, არავითარი ზედმეტი ნიჭი, ამაზე, ფიქრიც კი არ ღირს ! არავინაა შენგან განსხვავებული, არც რამე უცნაურ უნარს ფლობენ. უბრალოდ, ვიღაცამ ამაზე წერა ისწავლა. ყველა შენსავით ყარს მძიმე სამუშაო დღის მერე, ყველა შენსავით გამოუყენებელ შანსებს მისტირის, ყველა იტანჯება ღალატის შიშით, სიკვდილზე უარესად ხელისმოცარვა აგიჟებთ. ყველას მარტივი ცხოვრება ერგო, არავითარი ვალდებულება არ არსებობს ერთგულების ან პატიოსნების... ყველა ბრძოლა დასრულებულია, შენ იქაც დააგვიანე. ეს დალაქებიც მხოლოდ საკუთარ ცოლებს ხოცავენ, აზრადაც არ მოუვათ, რომ მათ წინ მჯდომთა გაქონილ კისრებს გამოუსვან სამართებელი. მხოლოდ ჭეშმარიტი სიყვარულის დაკარგვის არ გვეშინია, ის მაინც არასდროს გვექნება.
ღმერთმა დამინდო, დამანახა, რომ ადრე მოხუცდა ჩემი ცხოვრება და მისგან აღარაფერს არ უნდა ველოდო. მე ახლა ბედნიერი ვარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. >არავითარი განსაკუთრებულობა არ არსებობს<
არსებობს. და სულ იარსებებს, სანამ ყველაფერს მოეძებნება თავისი ანტიპოდი.
არიან ნამდვილი პოეტები. უკვე მერამდენედ დავრწმუნდი. >არავითარი განსაკუთრებულობა არ არსებობს<
არსებობს. და სულ იარსებებს, სანამ ყველაფერს მოეძებნება თავისი ანტიპოდი.
არიან ნამდვილი პოეტები. უკვე მერამდენედ დავრწმუნდი.
5. რაკი ეს წელიწადი სრულდება, მინდა ამ ავტორზე ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვთქვა. თუ არ ვცდები 2011 წლიდანაა აქ. თავისთვის, მშვიდად ცხოვრობს "წერს არა საქმიანად, არამედ მოცლით..." ცხვირში არავის ჩრის თავის შემოქმედებას. ალბათ არ გაეხარდება ამხელა კომენტარი რაც ხათუნა 777-მა უძღვნა, მაგრამ ფაქტია რომ დაიმსახურა. თუმცა ეს კომენტარი კი არა უფრო რეცენზიაა და დამიანის მთელი შემოქმედების არსია გამოტანილი კომენტარად. არ ვიცი კარგია ეს, ცუდია, უნდა ექნა, თუ არ უნდა ექნა, მაგრამ ერთი რამ ნამდვილია, შემჩნევა გვმართებს ასეთი ჩუმი და უპრეტენზიო ადამიანების. კომენტარის დადებაც გვმართებს და უხერხულიცაა რომ ყველაზე მაღალი ქულა რაც უწერია 49-ს არ აღემატება. მეტს იმსახურებს. ასე რომ კლანებში გაერთიანებულ მეგობრებს მოგიწოდებთ - გაიხედეთ თქვენი კლანების გარეთ და ისწავლეთ სხვისი შემჩნევა...
რაკი ეს წელიწადი სრულდება, მინდა ამ ავტორზე ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვთქვა. თუ არ ვცდები 2011 წლიდანაა აქ. თავისთვის, მშვიდად ცხოვრობს "წერს არა საქმიანად, არამედ მოცლით..." ცხვირში არავის ჩრის თავის შემოქმედებას. ალბათ არ გაეხარდება ამხელა კომენტარი რაც ხათუნა 777-მა უძღვნა, მაგრამ ფაქტია რომ დაიმსახურა. თუმცა ეს კომენტარი კი არა უფრო რეცენზიაა და დამიანის მთელი შემოქმედების არსია გამოტანილი კომენტარად. არ ვიცი კარგია ეს, ცუდია, უნდა ექნა, თუ არ უნდა ექნა, მაგრამ ერთი რამ ნამდვილია, შემჩნევა გვმართებს ასეთი ჩუმი და უპრეტენზიო ადამიანების. კომენტარის დადებაც გვმართებს და უხერხულიცაა რომ ყველაზე მაღალი ქულა რაც უწერია 49-ს არ აღემატება. მეტს იმსახურებს. ასე რომ კლანებში გაერთიანებულ მეგობრებს მოგიწოდებთ - გაიხედეთ თქვენი კლანების გარეთ და ისწავლეთ სხვისი შემჩნევა...
4. ,,მე ახლა ბედნიერი ვარ''. დღეს იშვიათად აცხადებენ ადამიანები, რომ ბედი მათ იოლად ანებივრებს. რომ იდილიაა მათი ყოველდღიურობა თუ არა, გავლილი გზის რაღაც გარკვეული მონაკვეთი მაინც. რომ რეალობა უყვართ, უხარიათ, ესასოებათ... ამ ქვეყანაზე მოვლინების უმალ, გათვითცნობიერებულადაც და გაუთვითცნობიერებლადაც, ბედნიერებას ვეპოტინებით, საოცნებო გზების მიკვლევას ვცდილობთ და შემდეგ, ბოლო ამოსუნთქვამდე, ხელიდან არ ვუშვებთ მისი დასაკუთრების შანსს, რადგან ამ ფენომენის გარეშე არსებობა სხვა არაფერია, თუ არა ტრაგიზმთან უვადო ხელშეკრულების დადება, ეგოს ცოცხლად დამარხვა და სრული სიცარიელე სულში... სიცარიელეც და ვაკუუმიც. მაინც რაში მდგომარეობს ბედნიერების ის ფორმულა, რომლის ხელში ძნელადჩასაგდებ გორგალსაც წვერი უპოვა პოეტმა? რეალურია ეს განცდა თუ თვითირონიის ბასრი საცეცები ასტიგმატებენ მის სანეტარო გამჭვირვალობას? მე ფინალიდან დავიწყე ლექსზე საუბარი. დამიანის, უნიჭიერესი ახალგაზრდა შემოქმედის ეს ერთი კონკრეტული ვერლიბრი ღრმადფილოსოფიური ტექსტია თავისი ნაივური განცდებით. სწორედ ეს განცდები ქმნიან სამყაროს, რომელში შესაღწევადაც ერთადერთი რამ გჭირდება- ბავშვურად გასპეტაკებული სული, რომ შეიყვარო, გაუგო და მიიღო... დასანანია და გულდასაწყვეტი ის ფაქტი, რომ რთულ და ფილოსოფიურად ძნელად აღსაქმელ ლექსებს მკითხველი ნაკლებად სწყალობს. თუმცა ეს ცალკე თემაა და ამ ეტაპზე მასზე მსჯელობა სრულიად ზედმეტია. მე ისევ დამიანის ვერლიბრს მივუბრუნდები. მინდა აღვნიშნო, რომ რადიკალური განსხვავებაა ლექსის დასაწყისსა და დასასრულს შორის. ,,რა გაეწყობა...''- ამ ფრაზით გადმოცემული განცდა მორჩილების ერთგვარი პრეზუმფციაა, მაგრამ მორჩილებაცაა და მორჩილებაც. დამიანის შემგუებლური პოზიცია უფლის ნებას არ სცილდება. ეს უზენაესის დაყოლას ნიშნავს: ,,ღმერთმა ინება, რომ მივმხვდარიყავით- ყველაფერი დამთავრდება, თუკი დაიწყო...'' რითი დაიწყო ეს ყველაფერი?! იმის აღმოჩენით, რომ ცხოვრება შეუფერებლად, დროზე ადრე ,,მოხუცდა''. შეჭაღარავდნენ სულს შეხიზნული განცდები, გაიშვიათდა სიხარული, იმატეს ეჭვებმა... თითო-ოროლა ბრძნული სიტყვა, თავისი ყავლგაუსვლელი და უკვე არაფრისმთქმელი მშვენიერებით, აღარ აღაფრთოვანებს ლირიკულ გმირს: ,,რაში მარგია? ჩაიტანოს საფლავში თუ უნდა''. და გულგატეხილობის კიდევ ერთი დასტური: ,,აქ მხოლოდ ახალგაზრდებს უსმენენ, ეს ცხოვრება მოხუცებს ნაკლებად ეკუთვნით''. გაიდუმალებულია სიტყვებს მიღმა მიყუჩებული ტკივილი. ლოგიკის მიხედვით, ადამიანი უფალთან განსაცდელების გზით მიდის. მატერიაზე ამაღლება, პირქუში რეალობისგან გარიდება სულიერ ძალთა მოკრებით, ირონიისა და თვითირონიის მეტასტაზთაგან გათავისუფლება- ეს უკვე გამარჯვებაა და არა მხოლოდ ცოცხლად დარჩენის გარდაუვალი შანსი. მერე რა, თუკი სხვის მიერ მიტოვებული ცხოვრების ყალიბს ჯავშანივით ვირგებთ და წვალებით მივათრევთ მიწისა და ცის გზაგასაყარამდე. მერე რა, თუკი სხვისი ჯვრის საზიდად დაკარწახებულ ხელებს, მოშიშვლებულ ქედს სისხლმდინარი იარები დაფარავს. საკუთარი თავივით თუ ვერ შეიყვარებ მოყვასს, ერთხელ დაკარგული სასუფეველი დაკარგულადვე დარჩება და ეს უკვე კრახია, სრული ფიასკო. არის უსიამოვნებები, რომელთაც მტკივნეულად, მაგრამ მხოლოდ მცირე დროით განვიცდით და ისინი გადიან ჩვენგან. არის უსიამოვნებები, რომლებიც არასდროს გვტოვებენ. მძიმეა განცდა იმისა, რომ ,,ყველა შენსავით ყარს მძიმე სამუშაო დღის მერე, ყველა შენსავით გამოუყენებელ შანსებს მისტირის, ყველა იტანჯება ღალატის შიშით, სიკვდილზე უარესად ხელის მოცარვა აგიჟებთ...'' და ამ სრულ ქაოსში, ცისქვეშეთში, სადაც ყველა ერმანეთს ჰგავს სიბრმავით, სიმარტივით, უბრძოლველობით, უთქმელობით, თვითკმაყოფილებით- შენ დაგვიანებული მგზავრი ხარ, რომელსაც სურვილიც კი არა გაქვს, ეპოქას დაუპირისპირდე, რადგან იცი, რომ შენი ხმა დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა... თუმცა დუმილი ყოველთვის არაა თანხმობის სინონიმი. უსახური სამყარო თავისუფლების ოაზისად ვერ იქცევა შენთვის მანამ, სანამ არ შეგეშინდება იმ სიყვარულის დაკარგვის, რომელსაც ჭეშმარიტების სახელით იცნობ. რომელიც შენშია, თუმცა ფარულად, გაუმჟღავნებლად და ელოდება დროს, როცა მოუსმენ მას. როცა აგრძნობინებ, რომ მისი საკუთრება ხარ და არა- მესაკუთრე, რომელსაც ეიფორული და წამიერი განცდისთვის გჭირდება მისი არსებობა. ბედნიერება ღვთისგან დანდობაა,- იცის დამიანმა. იცის ისიც, რომ ცხოვრების ადრე ,,დამოხუცება'' ანუ სიბრძნესთან წილნაყარობა, შეუცნობელში დამკვიდრების მოლოდინია. ის, რომ ხვალე მხოლოდ და მხოლოდ შიშველი აბსტრაქციაა თავისი დაკანონებული შეგრძნებებით- ავტორის მძაფრ მგრძნობელობაზე მეტყველებს და კიდევ იმაზე, რომ მიუხედავად პროტესტისა, მას უდიდესი სურვილი აქვს, იხილოს დედამიწა სწორედ ისეთი, როგორადაც ეს მას ესახება. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ დამიანი თავისი გამორჩეული, ლამაზი შემოქმედებით ეგზისტენციალისტი პოეტია. ისაა შემოქმედი, რომელსაც მიუხედავად არაერთი დაბრკოლებისა, სურს იაროს ვიწრო და ეკლიანი გზით, რომლის ბოლოს სულის გარდაუვალი თავისუფლება ელოდებათ ადამიანებს. ფოლკნერი წერს: ,,ხელი მოჰკიდო იმას, რაც რთულია გადასალახად, რაშიც დამარცხდები, სწორედ ამას ვუწოდებ წარმატებას''. არაა აუცილებელი, დამარცხების შიში მუდმივად თან სდევდეს შემოქმედს, მაგრამ მიწიდან ცისკენ აზიდული თვალით უხილავი კიბის ავლა რომ რთული და შიგადაშიგ, სტაგნაციური პროცესია, ეს აქსიომაა. ბედნიერების ძიება კი სხვა გზით არ ხდება. მე მჯერა, რომ ამ ნათელი სულის მქონე შემოქმედის ცხოვრება ბედნიერებისაკენ მიემართება. ღვთისგან დანდობა, მისი მადლის მიღება და გათვითცნობიერება გაუხუნარი სიბრძნის სახით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში- პოეზიის მსახურის მანტიის მორგებით, ეს უკვე ბედნიერებაა. სხვა დანარჩენს დრო იტყვის. მივენდოთ დროს. ,,მე ახლა ბედნიერი ვარ``. დღეს იშვიათად აცხადებენ ადამიანები, რომ ბედი მათ იოლად ანებივრებს. რომ იდილიაა მათი ყოველდღიურობა თუ არა, გავლილი გზის რაღაც გარკვეული მონაკვეთი მაინც. რომ რეალობა უყვართ, უხარიათ, ესასოებათ... ამ ქვეყანაზე მოვლინების უმალ, გათვითცნობიერებულადაც და გაუთვითცნობიერებლადაც, ბედნიერებას ვეპოტინებით, საოცნებო გზების მიკვლევას ვცდილობთ და შემდეგ, ბოლო ამოსუნთქვამდე, ხელიდან არ ვუშვებთ მისი დასაკუთრების შანსს, რადგან ამ ფენომენის გარეშე არსებობა სხვა არაფერია, თუ არა ტრაგიზმთან უვადო ხელშეკრულების დადება, ეგოს ცოცხლად დამარხვა და სრული სიცარიელე სულში... სიცარიელეც და ვაკუუმიც. მაინც რაში მდგომარეობს ბედნიერების ის ფორმულა, რომლის ხელში ძნელადჩასაგდებ გორგალსაც წვერი უპოვა პოეტმა? რეალურია ეს განცდა თუ თვითირონიის ბასრი საცეცები ასტიგმატებენ მის სანეტარო გამჭვირვალობას? მე ფინალიდან დავიწყე ლექსზე საუბარი. დამიანის, უნიჭიერესი ახალგაზრდა შემოქმედის ეს ერთი კონკრეტული ვერლიბრი ღრმადფილოსოფიური ტექსტია თავისი ნაივური განცდებით. სწორედ ეს განცდები ქმნიან სამყაროს, რომელში შესაღწევადაც ერთადერთი რამ გჭირდება- ბავშვურად გასპეტაკებული სული, რომ შეიყვარო, გაუგო და მიიღო... დასანანია და გულდასაწყვეტი ის ფაქტი, რომ რთულ და ფილოსოფიურად ძნელად აღსაქმელ ლექსებს მკითხველი ნაკლებად სწყალობს. თუმცა ეს ცალკე თემაა და ამ ეტაპზე მასზე მსჯელობა სრულიად ზედმეტია. მე ისევ დამიანის ვერლიბრს მივუბრუნდები. მინდა აღვნიშნო, რომ რადიკალური განსხვავებაა ლექსის დასაწყისსა და დასასრულს შორის. ,,რა გაეწყობა...``- ამ ფრაზით გადმოცემული განცდა მორჩილების ერთგვარი პრეზუმფციაა, მაგრამ მორჩილებაცაა და მორჩილებაც. დამიანის შემგუებლური პოზიცია უფლის ნებას არ სცილდება. ეს უზენაესის დაყოლას ნიშნავს: ,,ღმერთმა ინება, რომ მივმხვდარიყავით- ყველაფერი დამთავრდება, თუკი დაიწყო...`` რითი დაიწყო ეს ყველაფერი?! იმის აღმოჩენით, რომ ცხოვრება შეუფერებლად, დროზე ადრე ,,მოხუცდა``. შეჭაღარავდნენ სულს შეხიზნული განცდები, გაიშვიათდა სიხარული, იმატეს ეჭვებმა... თითო-ოროლა ბრძნული სიტყვა, თავისი ყავლგაუსვლელი და უკვე არაფრისმთქმელი მშვენიერებით, აღარ აღაფრთოვანებს ლირიკულ გმირს: ,,რაში მარგია? ჩაიტანოს საფლავში თუ უნდა``. და გულგატეხილობის კიდევ ერთი დასტური: ,,აქ მხოლოდ ახალგაზრდებს უსმენენ, ეს ცხოვრება მოხუცებს ნაკლებად ეკუთვნით``. გაიდუმალებულია სიტყვებს მიღმა მიყუჩებული ტკივილი. ლოგიკის მიხედვით, ადამიანი უფალთან განსაცდელების გზით მიდის. მატერიაზე ამაღლება, პირქუში რეალობისგან გარიდება სულიერ ძალთა მოკრებით, ირონიისა და თვითირონიის მეტასტაზთაგან გათავისუფლება- ეს უკვე გამარჯვებაა და არა მხოლოდ ცოცხლად დარჩენის გარდაუვალი შანსი. მერე რა, თუკი სხვის მიერ მიტოვებული ცხოვრების ყალიბს ჯავშანივით ვირგებთ და წვალებით მივათრევთ მიწისა და ცის გზაგასაყარამდე. მერე რა, თუკი სხვისი ჯვრის საზიდად დაკარწახებულ ხელებს, მოშიშვლებულ ქედს სისხლმდინარი იარები დაფარავს. საკუთარი თავივით თუ ვერ შეიყვარებ მოყვასს, ერთხელ დაკარგული სასუფეველი დაკარგულადვე დარჩება და ეს უკვე კრახია, სრული ფიასკო. არის უსიამოვნებები, რომელთაც მტკივნეულად, მაგრამ მხოლოდ მცირე დროით განვიცდით და ისინი გადიან ჩვენგან. არის უსიამოვნებები, რომლებიც არასდროს გვტოვებენ. მძიმეა განცდა იმისა, რომ ,,ყველა შენსავით ყარს მძიმე სამუშაო დღის მერე, ყველა შენსავით გამოუყენებელ შანსებს მისტირის, ყველა იტანჯება ღალატის შიშით, სიკვდილზე უარესად ხელის მოცარვა აგიჟებთ...`` და ამ სრულ ქაოსში, ცისქვეშეთში, სადაც ყველა ერმანეთს ჰგავს სიბრმავით, სიმარტივით, უბრძოლველობით, უთქმელობით, თვითკმაყოფილებით- შენ დაგვიანებული მგზავრი ხარ, რომელსაც სურვილიც კი არა გაქვს, ეპოქას დაუპირისპირდე, რადგან იცი, რომ შენი ხმა დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა... თუმცა დუმილი ყოველთვის არაა თანხმობის სინონიმი. უსახური სამყარო თავისუფლების ოაზისად ვერ იქცევა შენთვის მანამ, სანამ არ შეგეშინდება იმ სიყვარულის დაკარგვის, რომელსაც ჭეშმარიტების სახელით იცნობ. რომელიც შენშია, თუმცა ფარულად, გაუმჟღავნებლად და ელოდება დროს, როცა მოუსმენ მას. როცა აგრძნობინებ, რომ მისი საკუთრება ხარ და არა- მესაკუთრე, რომელსაც ეიფორული და წამიერი განცდისთვის გჭირდება მისი არსებობა. ბედნიერება ღვთისგან დანდობაა,- იცის დამიანმა. იცის ისიც, რომ ცხოვრების ადრე ,,დამოხუცება`` ანუ სიბრძნესთან წილნაყარობა, შეუცნობელში დამკვიდრების მოლოდინია. ის, რომ ხვალე მხოლოდ და მხოლოდ შიშველი აბსტრაქციაა თავისი დაკანონებული შეგრძნებებით- ავტორის მძაფრ მგრძნობელობაზე მეტყველებს და კიდევ იმაზე, რომ მიუხედავად პროტესტისა, მას უდიდესი სურვილი აქვს, იხილოს დედამიწა სწორედ ისეთი, როგორადაც ეს მას ესახება. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ დამიანი თავისი გამორჩეული, ლამაზი შემოქმედებით ეგზისტენციალისტი პოეტია. ისაა შემოქმედი, რომელსაც მიუხედავად არაერთი დაბრკოლებისა, სურს იაროს ვიწრო და ეკლიანი გზით, რომლის ბოლოს სულის გარდაუვალი თავისუფლება ელოდებათ ადამიანებს. ფოლკნერი წერს: ,,ხელი მოჰკიდო იმას, რაც რთულია გადასალახად, რაშიც დამარცხდები, სწორედ ამას ვუწოდებ წარმატებას``. არაა აუცილებელი, დამარცხების შიში მუდმივად თან სდევდეს შემოქმედს, მაგრამ მიწიდან ცისკენ აზიდული თვალით უხილავი კიბის ავლა რომ რთული და შიგადაშიგ, სტაგნაციური პროცესია, ეს აქსიომაა. ბედნიერების ძიება კი სხვა გზით არ ხდება. მე მჯერა, რომ ამ ნათელი სულის მქონე შემოქმედის ცხოვრება ბედნიერებისაკენ მიემართება. ღვთისგან დანდობა, მისი მადლის მიღება და გათვითცნობიერება გაუხუნარი სიბრძნის სახით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში- პოეზიის მსახურის მანტიის მორგებით, ეს უკვე ბედნიერებაა. სხვა დანარჩენს დრო იტყვის. მივენდოთ დროს.
3. 5
ღმერთმა დამინდო, დამანახა, რომ ადრე მოხუცდა ჩემი ცხოვრება და მისგან აღარაფერს არ უნდა ველოდო. მე ახლა ბედნიერი ვარ. 5
ღმერთმა დამინდო, დამანახა, რომ ადრე მოხუცდა ჩემი ცხოვრება და მისგან აღარაფერს არ უნდა ველოდო. მე ახლა ბედნიერი ვარ.
2. Me ver.... Warmatebebi! Me ver.... Warmatebebi!
1. "უბრალოდ, ვიღაცამ ამაზე წერა ისწავლა." :)
ადრინდელი ნაწერებიდან უფრო დადებითი, მშვიდი ემოცია მოდიოდა, დამიან.
"უბრალოდ, ვიღაცამ ამაზე წერა ისწავლა." :)
ადრინდელი ნაწერებიდან უფრო დადებითი, მშვიდი ემოცია მოდიოდა, დამიან.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|