ორი წინადადება მოიწერა და გაქრა. ჩუმად იდგა თურმე და მისმენდა. როგორ ვბოდავდი... რომ წარმოვიდგენ, როგორ იკბენს ქვედა ტუჩზე, მინდება,ვიყო თავგადაყინული ტბისმჭრელი მანქანა და სახე გავუხიო მხარზედროშემოსცმულ მანძილს... ის გოგო! როგორ ქარივით ირხევა თავისსავე მოგონილ მუსიკაზე. თავი რა ჰგონია ნეტავ, მაკაგონის შოკოლადისფერი ტოტი, თუ მის ჩრდილში გაკიდული ჰამაკი_მე და ის ჩემში?!. დადის და მღერის. თავისთვის ლაპარაკობს. სიყვარულზე სურვილებს გაჰყვირის და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. ის გოგო_ნორმალური არ არის!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|