ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2014


განსაცდელი

მწირი მოადგა, კვლავ, ჩემს გალავანს.
მტერი, ჩაცმული, ვით ბაზრის გლახა.
ეუწყა ალბათ, რომ აღარა ვარ
ძველებრ ძუნწი და უგულო, ახლა.

და მეც მივიღე, როგორც სტუმარი,
როგორაც მამამ - უძღები შვილი.
მტერს და მოსისხლეს გავუღე კარი
და მჭამს, მჭამს ახლა, როგორც შალს - ჩრჩილი.

თუმც, არ ღირს თავის კრულვა და წყევლა,
რადგან ღვთისაა სტუმარი ყველა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები