ნინო დარბაისელი
მწიგნობრული - - - - - - - - (სალაღობოდ - მეს)
ბავშვობაში ორი წიგნი მოვიხელთე, ჰოდა, თავი უკვე ვანგა მეგონა. მოვიზარდე, მივიხედე-მოვიხედე, მივხვდი, თურმე ბევრიც არ გამეგონა.
რაღაც დროში ცოდნის ოქროც გახდა გროში, (ზრდასრულობა როგორ დავითარიღო), მე საცოდავს განათლება ერთ სფეროშიც არ გამაჩნდა, მეათედიც არ იყო.
სიბერემდე ვკითხულობდი, ვწერდი ისევ. ვეღარც ვხედავ, აღარც რა მეყურება, თავი თითქოს რაღაცით კი ამოვივსე, მაგრამ მტანჯავს ჩემი უწიგნურება.
ასე ყოფნა, აბა, რაღა საამოა! (რამდენს გავძლებ, უწყის ნოსტრადამუსმა) წასაყვანად ანგელოზი როცა მოვა, მკვდართა წიგნში ჯვარი უნდა დავუსვა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ნინო:) მკვდართა წიგნში ხელმოწერა ან ჯვრის დასმა აღარ არის აუცილებელიო... მხოლოდ მეილს ითხოვენ თურმე :)
მოგიკითხე:) ნინო:) მკვდართა წიგნში ხელმოწერა ან ჯვრის დასმა აღარ არის აუცილებელიო... მხოლოდ მეილს ითხოვენ თურმე :)
მოგიკითხე:)
5. მე ჩემს წიგნს თქვენი შემოთავაზებული სახელი დავარქვი, რისთვისაც მადლობები, ძალიან ბევრი. მე ჩემს წიგნს თქვენი შემოთავაზებული სახელი დავარქვი, რისთვისაც მადლობები, ძალიან ბევრი.
1. მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი :) 5 მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი :) 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|