 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 6 იანვარი, 2015 |
მე პოეტი ვარ,ჩემი ბედის ნუ შეგშურდება, მე ყოველ ღამე მივუყვები ეკლიან ბილიკს, ჩემი ტკივილი თაროებზე ისე ხუნდება, რომ მომკითხავიც არავინ ჰყავს,და როცა ვტირი, მე ვტირი ჩუმად,უცრემლოა ჩემი ბღავილიც, არავის უნდა,რომ ჩემს სევდას რამე გაუგოს, ვიცი დრო მოვა, შემწირავენ ალბათ კრავივით, მე კი მანამდე,შეშლილივით ცასთან ვსაუბრობ... მე, პოეტი ვარ,საკუთარი თავის მესია, მე,არწივი ვარ და სამყარო არის გალია, ამ პლანეტაზე,მხოლოდ ლაფს და ტალახს მესვრიან, რადგან არ ვცდილობ,რომ ცოდვები მოვინანიო. მე შეშლილი ვარ,ღამი არის ჩემი ნირვანა, ჩემი ლოცვა კი სევდაა და პოეზიაა, გუმბათად ჩემს სახლს დაუხურავს თეთრი მყინვარი, და სხვის მოძღვრებებს,მომკალით და ვერ ვიზიაებ,
მე პოეტი ვარ,ლექსებია ჩემი ბიბლია, და მეგობარი,ერთადერთი-არის ტკივილი, უპოეზიოდ-ბეწვის ხიდზეც არ გამივლია, ადამიანი გამოვზარდე ჩემში-შვილივით...
მე პოეტი ვარ-უკვდავი და უსასრულობა,,,
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მომწონს თქვენი ტკივილიანი ლექსები! მომწონს თქვენი ტკივილიანი ლექსები!
5. ეს როგორ გამომრჩა. . ძალიან კარგია.
მე ვტირი ჩუმად,უცრემლოა ჩემი ბღავილიც, არავის უნდა,რომ ჩემს სევდას რამე გაუგოს, ვიცი დრო მოვა, შემწირავენ ალბათ კრავივით, მე კი მანამდე,შეშლილივით ცასთან ვსაუბრობ. ეს როგორ გამომრჩა. . ძალიან კარგია.
მე ვტირი ჩუმად,უცრემლოა ჩემი ბღავილიც, არავის უნდა,რომ ჩემს სევდას რამე გაუგოს, ვიცი დრო მოვა, შემწირავენ ალბათ კრავივით, მე კი მანამდე,შეშლილივით ცასთან ვსაუბრობ.
4. კარგია, მარა აქ უკეთესები წამიკითხავს კარგია, მარა აქ უკეთესები წამიკითხავს
3. ისეთი ლექსია, ვიღაცას რომ უნდა მიახალო... 5 ისეთი ლექსია, ვიღაცას რომ უნდა მიახალო... 5
1. კარგია...:-* სითამამეც უხდება ფრიად.... 5 კარგია...:-* სითამამეც უხდება ფრიად.... 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|