სერგეი ესენინი
***
ვნაღვლობ, როცა გიცქერი, მზერას დარდი ეწვნის. ტკივილია როგორი, სინანული თანაც! როცა იცი, ფოთლები - ეს სპილენძი ძეწნის, დაგვრჩა სექტემბრისაგან, სხვა თან წაიტანა.
უკვე სხვისმა ტუჩებმა გააბნია, ვიცი, სითბო შენი ტუჩების, თრთოლვა შენი ტანის, თითქოს სული მიმკვდარი სულმთლად გაგეცრიცა და ცრის შენი სულიდან, წვიმამ გაატანა.
ჰოდა, რა გაეწყობა! არ მკლავს შიში მისი. სიხარულის სხვაგვარის მიყვარს ყველა გრამი. განა დაგვრჩა იქიდან რამე სამერმისე? რაღაც ნესტიანობა და ყვითელი გვამი.
ვისზე რა ვთქვა, როდესაც თავი გავიწირე, დავთმე ყოფა მშვიდი და გასაღიმებელი. გზა გავლილი- ყოფილა თურმე რარიგ მცირე, დაშვებული შეცდომა - არის რარიგ ბევრი.
სასაცილო ცხოვრების, სასაცილო გაყრის ძველებური ამბავი გაგრძელდება იგი. როგორც სასაფლაოზე, დაჩონჩხილი არყის ძვლებით მოშენებულა ბაღში ხეთა რიგი.
და ჩვენც დავიყვავალებთ, რატომ დავახანოთ და ხმაურსაც დავიცხრობთ, ვით სტუმრები ბაღის, რაკი შუა ზამთარში არც ყვავილი ხარობს მაშინ არარსებულზე არც წუხილი არ ღირს.
(თარგმნა ნინო დარბაისელმა)
Сергей Есенин -
Мне грустно на тебя смотреть
Мне грустно на тебя смотреть, Какая боль, какая жалость! Знать, только ивовая медь Нам в сентябре с тобой осталась.
Чужие губы разнесли Твое тепло и трепет тела. Как будто дождик моросит С души, немного омертвелой.
Ну что ж! Я не боюсь его. Иная радость мне открылась. Ведь не осталось ничего, Как только желтый тлен и сырость.
Ведь и себя я не сберег Для тихой жизни, для улыбок. Так мало пройдено дорог, Так много сделано ошибок.
Смешная жизнь, смешной разлад. Так было и так будет после. Как кладбище, усеян сад В берез изглоданные кости.
Вот так же отцветем и мы И отшумим, как гости сада... Коль нет цветов среди зимы, Так и грустить о них не надо.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. Aრ ღირს/ ბაღის მომეწონა Aრ ღირს/ ბაღის მომეწონა
6. ჩემს ვარიანტსაც დავდებ ბარემ :)
სერგეი ესენინი - მანაღვლიანებს შენი დანახვა
მანაღვლიანებს შენი დანახვა, რა ტკივილს იტყობ, ჩანხარ რა ცოდო! გვაქვს სექტემბერი, – სულ ბოლო ახლა, ჟანგმორეული და ვიცი როგორ,
სხვათა ტუჩებზე გამრავლდი ექოდ, სხეულის თრთოლვად და ალად ცეცხლის. შენი სული კი, ვით წვიმა ბექობს, მახლის არც ისე ბრწყინვალე კურცხლებს.
რა გაეწყობა! ავდარს არ ვუფრთხი. სხვა სიხარულის გავხდი მფლობელი. არც რა შემომრჩა, თუ არა მწუხრი და ეს სიყვითლე მისგან – სოველი.
მე ხომ ჩემს თავსაც ვუმტყუნე რადგან ვერ ვაზიარე წყნარ ყოფას, ღიმილს. თუმცა მცირედი განვვლე გზათაგან, შეცდომების თვლა გონებას მიღლის.
სასაცილოა სიცოცხლე, წყობა, ასე იყო და იქნება მერეც. ჩვენს სასაფლაოს ეს ბაღი მოჰგავს, ძვლებივით უჩანთ ფესვები, ხეებს.
ჩვენც ყვავილობას მათ მსგავსად შევწყვეტთ: შრიალით წავალთ სტუმრები ბაღის... ყვავილს ვერ ვნახავთ ზამთარში ვერცერთს, წუხილიც მათზე, ამრიგად არ ღირს. ჩემს ვარიანტსაც დავდებ ბარემ :)
სერგეი ესენინი - მანაღვლიანებს შენი დანახვა
მანაღვლიანებს შენი დანახვა, რა ტკივილს იტყობ, ჩანხარ რა ცოდო! გვაქვს სექტემბერი, – სულ ბოლო ახლა, ჟანგმორეული და ვიცი როგორ,
სხვათა ტუჩებზე გამრავლდი ექოდ, სხეულის თრთოლვად და ალად ცეცხლის. შენი სული კი, ვით წვიმა ბექობს, მახლის არც ისე ბრწყინვალე კურცხლებს.
რა გაეწყობა! ავდარს არ ვუფრთხი. სხვა სიხარულის გავხდი მფლობელი. არც რა შემომრჩა, თუ არა მწუხრი და ეს სიყვითლე მისგან – სოველი.
მე ხომ ჩემს თავსაც ვუმტყუნე რადგან ვერ ვაზიარე წყნარ ყოფას, ღიმილს. თუმცა მცირედი განვვლე გზათაგან, შეცდომების თვლა გონებას მიღლის.
სასაცილოა სიცოცხლე, წყობა, ასე იყო და იქნება მერეც. ჩვენს სასაფლაოს ეს ბაღი მოჰგავს, ძვლებივით უჩანთ ფესვები, ხეებს.
ჩვენც ყვავილობას მათ მსგავსად შევწყვეტთ: შრიალით წავალთ სტუმრები ბაღის... ყვავილს ვერ ვნახავთ ზამთარში ვერცერთს, წუხილიც მათზე, ამრიგად არ ღირს.
5. აჰა, მაშინ ყველაფერი ნათელია :) გეთანხმებით, ათმარცვლედთან დაკავშირებით, თუმცა თარგმანის შემთხვევაში, მთარგმნელს დიდი არჩევანი არ აქვს ხოლმე და იძულებული ხდება დედანს დაემორჩილოს (რამდენადაც შესაძლებელია ეს). :) აჰა, მაშინ ყველაფერი ნათელია :) გეთანხმებით, ათმარცვლედთან დაკავშირებით, თუმცა თარგმანის შემთხვევაში, მთარგმნელს დიდი არჩევანი არ აქვს ხოლმე და იძულებული ხდება დედანს დაემორჩილოს (რამდენადაც შესაძლებელია ეს). :)
4. მადლობა, მუხა, ბექა, ჩემო კარგებო! ბექა, მე რიტმულ საზომს მუდამ ასე ვირჩევ: ჯერ უმთავრეს მომენტს/ მომენტებს ვთარგმნი, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად კარგად და რა ზომაშიც ჩამეტევა, იმას ვარგებ თარგმანს. რაც შეეხება ყველაზე გავრცელებულ, ადვილ საზომს, ათმარცვლედს. სამუშაოდ ადვილი და მრავალი მკიტხველისთვისაც ადვილი აღსაქმელია , მაგრამ მგონი თარგმანებში არასოდეს გამომიყენებია . უფრო იმიტომ, რომ თანამედროვე ქართული ლექსი მისი და თოთხმეტმარცვლედის წყალობით , რიტმულად ძალზე ერთფეროვანი გახდა და ვცდილობ, ძველი რიტმები შევახსენო ან ახალი შევმატო. მადლობა, მუხა, ბექა, ჩემო კარგებო! ბექა, მე რიტმულ საზომს მუდამ ასე ვირჩევ: ჯერ უმთავრეს მომენტს/ მომენტებს ვთარგმნი, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად კარგად და რა ზომაშიც ჩამეტევა, იმას ვარგებ თარგმანს. რაც შეეხება ყველაზე გავრცელებულ, ადვილ საზომს, ათმარცვლედს. სამუშაოდ ადვილი და მრავალი მკიტხველისთვისაც ადვილი აღსაქმელია , მაგრამ მგონი თარგმანებში არასოდეს გამომიყენებია . უფრო იმიტომ, რომ თანამედროვე ქართული ლექსი მისი და თოთხმეტმარცვლედის წყალობით , რიტმულად ძალზე ერთფეროვანი გახდა და ვცდილობ, ძველი რიტმები შევახსენო ან ახალი შევმატო.
3. 13 ტოისწ :) 13 ტოისწ :)
2. აზრობრივად კარგად არის გადმოქართულებული! :) ტექნიკურად კი, უფრო გართულებულია: რიტმი (რამოდენიმე ადგილას შევფერხდი კითხვისას), ადვილად კითხვადი არაა ანუ; მარცვლები, დედანი 8 - 9 მარცვალშია, თქვნეთან 12, რამაც სულ სხვა ჯღერადობა შექმნა და ერთი-ორი სიტყვაც ვერ მოვარგე ესენინის ხასიათს ...
წარმატებები, ქალბატონო ნინო! :)
აზრობრივად კარგად არის გადმოქართულებული! :) ტექნიკურად კი, უფრო გართულებულია: რიტმი (რამოდენიმე ადგილას შევფერხდი კითხვისას), ადვილად კითხვადი არაა ანუ; მარცვლები, დედანი 8 - 9 მარცვალშია, თქვნეთან 12, რამაც სულ სხვა ჯღერადობა შექმნა და ერთი-ორი სიტყვაც ვერ მოვარგე ესენინის ხასიათს ...
წარმატებები, ქალბატონო ნინო! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|