ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაგდალენა ბეი
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2014


განწყობა

ისეთი ფერი აქვს ახლა ჩემს მოწყენას,
ისეთი ფერი,
ისეთი მეწამული...
ზის ყურებიან სავარძელში
ყურებჩამოყრილი,
ყველაფერზე განაწყენებული
და არცერთ ფერთან შერწყმას
არ ცდილობს.



***

რაც არ უნდა გამოგილოცონ ახლა ჩემზე
ბებრულ ჩიფჩიფით,
მე მაინც ყურში ჩაგჩურჩულებ,
რომ ისევ აქ ვარ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები