ხევსურებივით ღრეობენ მთები, ერთმანეთს ღრუბლის ტიკებს ესვრიან. აქ დგანან ჩემი ჩავლილი წლები და ხარებივით მიწას ტკეპნიან. აქ დგანან ვხედავ, ვხედავ და ვიცი, მწვერვალზე სიკვდილს როგორ ეტრფიან. საფლავს შეამკობს დეკა და დუცი და ქარი როგორც ეპიტაფია. ქარია ჩემი მათდამი ფიცი და მწვერვალებმა კარგად იციან, უნდა შეიშრონ ნისლივით ძვლები, ამიტომ დგანან, დგანან იცდიან.
ალეკო მიშელაშვილი
მივდივარ, არაგვში ტოტებით ჩახრილი, წნორები მაგონებს იმ ლერწამ-ასულებს, ნისლმა რომ ჩააცვა დილიდან ქათიბი, ქალწულებს რომლებიც მიწაზე დალურსმეს. აკვნიდან დაწინდეს, დევებზე საცოლედ და ელოდებიან საომრად წასულებს. კოპალავ შეეშვი, დევებიც აცოცხლე, ძილის წინ დევებიც, ტირიან წარსულზე. ხან ისე მკრთალია, ჩარგალთან ცა ხოლმე, არაგვთან ჯდება და სიზმრებს წყალს აყოლებს. ღრუბლები მოჰგვანან, ელადის ხომალდებს, და ცისარტყელა კი მისართმევ ყვავილებს. გამოდის მედეა, მზის ოქროს საწმისებს, ცვლის ყვავილებზე და ხომალდში ასვენებს. მივდივარ არაგვზე და მინდა, გაწვიმდეს, უყვარდეთ დევები ამ წნორთა მასივებს. უყვარდეს ბოროტიც, ბოროტიც აქ ვინმეს, წნორები დევებზე ტირილით დასივდნენ. ალეკო მიშელაშვილი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ლელი კახელი- როგორ მაძლიერებთ ლელი კახელი- როგორ მაძლიერებთ
6. ნიჭიერი ადამიანი ხარ :) ნიჭიერი ადამიანი ხარ :)
5. რინა- მადლობა რინა- მადლობა
3. მედია და ელადა უბრალოდ , ღრუბლების და მზის ნუ ცისარტყელისაც ჩემეული სახე დავხატე.
jonatan livingstoni. - თოლიგე. მადლობა უღრმესი. მედია და ელადა უბრალოდ , ღრუბლების და მზის ნუ ცისარტყელისაც ჩემეული სახე დავხატე.
jonatan livingstoni. - თოლიგე. მადლობა უღრმესი.
2. ორივე კარგია. პირველში: აქ დგანან ჩემი ჩავლილი წლები და ხარებივით მიწას ტკეპნიან...
მეორეში: ქალწულებს რომლებიც მიწაზე დალურსმეს. აკვნიდან დაწინდეს დევებზე საცოლედ და ელოდებიან საომრად წასულებს...
_ განსაკუთრებით 5 ორივე კარგია. პირველში: აქ დგანან ჩემი ჩავლილი წლები და ხარებივით მიწას ტკეპნიან...
მეორეში: ქალწულებს რომლებიც მიწაზე დალურსმეს. აკვნიდან დაწინდეს დევებზე საცოლედ და ელოდებიან საომრად წასულებს...
_ განსაკუთრებით 5
1. მე მომეწონა, ორივე- ემოცია არის, მშვენიერი სახეებიც, ორგანული იმ გარემოსთვის, რაც ლექსებშია აღწერილი.
ცოტათი მედეამ და ელადამ დამაბნია არაგვთან, ბოლო სიტყვამაც ყური მომჭრა :)
"კოპალავ, შეეშვი, დევებიც აცოცხლე, ძილის წინ დევებიც ტირიან წარსულზე."- მგონი პირველად ვნახე დევებისადმი თანაგრძნობა :)
მე მომეწონა, ორივე- ემოცია არის, მშვენიერი სახეებიც, ორგანული იმ გარემოსთვის, რაც ლექსებშია აღწერილი.
ცოტათი მედეამ და ელადამ დამაბნია არაგვთან, ბოლო სიტყვამაც ყური მომჭრა :)
"კოპალავ, შეეშვი, დევებიც აცოცხლე, ძილის წინ დევებიც ტირიან წარსულზე."- მგონი პირველად ვნახე დევებისადმი თანაგრძნობა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|