ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2014


### (სიგარეტივით ნელა)

სიგარეტივით ნელა ასდის კვამლი ჰორიზონტს
და ბუხრები აქვთ გაჩხერილი პირში ქოხმახებს.
იცი?! დღეები თავის სევდას მაინც მოითხოვს
და დაუხუჭავ თვალებივით ფანჯრებს ოთახებს,
როცა დაწვები და ჩააქრობ სანთელს, რომელმაც
ღამე ვერაფრით გაანათა, ვერ გაცდა კედლებს
და ბნელ ქუჩებში გადახვეწილ ათას გარეწარს,
სიკვდილი ხელის ცეცებით და სისინით ეძებს.
უსაშველოა, საფლავივით დუმილს მოითხოვს,
ზოგჯერ ასეთი გლოვაც ახლავს უბრალო ღამეს.
სიგარეტივით ნელა ასდის კვამლი ჰორიზონტს
და ბუხრები აქვთ გაჩხერილი პირში ქოხმახებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები