ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2014


დაღლა (ნ.დარბაისელი)

ნინო დარბაისელი

.დაღლა

- - - -

(ციკლიდან:,,ვერსიფიკაციული ეტიუდები").

ძეწნას, ქარის აწეწილს, გადარწეულს ღამეში
მთვარე წკიპზე ჰკიდია, ირგვლივ სხივებს ვერ აფენს.
გვიანია გოდება, რომ არ უნდა გამეშვი;
დაღლა, დაღლა ედება  ყველასა და ყველაფერს..

რა მეწია, არ ვიცი - მადლია თუ შერისხვა:
აღარავის მოველი, არავინ მელოდება,
ქვეყნად არც მაგონდება ლამის არაფერი სხვა,
მენატრება შენს მხარზე წყნარად თავის მოდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები