მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
სამხრეთის ჩრდილი
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2014
***
###
წასვლა მიტოვება არაა.
ჯერ უნდა მიატოვო
და მერე წახვიდე.
###
როცა მინდა რაიმე
უკან მოვიტოვო,
ზურგს ვაქცევ ხოლმე.
ზურგიდან ვიღებ
დარტყმებს,
სახიდან კი ღიმილი
არ მშორდება...
და ასე ვცხოვრობ
რიგითი ადამიანი.
###
საკუთარ ნაბიჯებს მივყვები
და ვცდილობ არ დავდო ზღვარი,
არ შევიქმნა ყალბი წარმოდგენა იმაზე,
რომ სიყვარულს მწვერვალი გააჩნია
და მე მას ოდესმე მივწვდები.
###
მე გზის კაცი ვარ,
მუდამ გზაზე მიჭირავს თვალი.
და თუ თვალებით მიწას ვუმზერ,
გზას რომ არ ავცდე,
სულაც არ ნიშნავს იმას,
რომ გულით ცისკენ არ ვიხედები.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
Pirveli, sxvebi ise ra
Pirveli, sxvebi ise ra
ჯანო შენგელია.
2014-12-11 23:13:20
1.
წასვლა მიტოვება არაა.
ჯერ უნდა მიატოვო
და მერე წახვიდე.
კარგია
წასვლა მიტოვება არაა.
ჯერ უნდა მიატოვო
და მერე წახვიდე.
კარგია
ნათია ჯაფარიძე.
2014-12-11 22:46:09
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
24.06.2026 07:30:12