მტერო ჩემო, გებრძოდი გამეტებით არ ვზოგავდი არაფერს, შევახარჯე შენთან ბრძოლას ყოველი რაზეც კი უოცნებია 15 წლის მოზარდს, ვცდილობდი გამენადგურებინე, რამდენჯერ კი ჩემივე ფსევდოდიდსულოვნების გამო ხელიც გამომიწვდია შენთვის (ეს ოღონდ ჩემს ოცნებაში), სინამდვილეში კი ყველაფერში გამტყუნებდი, რადგან შენმა ცხოვრებამ გამინადგურა ყველაფერი, რაც კი ჩემთვის მნიშვნელოვანთან მაკავშირებდა, ამიტომ ჩვენ მტრები გავხდით, შენმა ბასრმა ცულმა ჩემს ფესვებს მომწყვიტა, ამიტომ გადაგემტერე შენმა წვერმახვილმა ისრებმა ჩემი გული დაფლითა, ამიტომ გადაგემტერე დიდხანს გებრძოდი, გსწავლობდი, ვსწავლობდი შენს სუსტ მხარეებს ეს სწავლაც ომისთვის მჭირდებოდა, რომ შენ დამემარცხებინე ბევრჯერ ავატირე ცხარე ცრემლით შენიანები, ბვრჯერ ატირდნენ ჩემებიც შენი სისასტიკის გამო, ბევრჯერ დაიღვა შენი და ჩემი სისხლიც, ზოგჯერ, ბუნდოვნად, ისე რომ დიდი ყურადღება არც მიმიქცევია, მიფიქრია, რომ შენი დამარცხებით ყველა პრობლემა მოგვარდებოდა, და აი გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ყველაფერი მზად იყო საბოლოო დარტყმის მოსაყენებლად შენ სადღაც გაქრი... ვერავინ გაიგო სად წახვედი, გავიდა წლები, ყველას დაავიწყდი, მხოლოდ მე არ დამვიწყებიხარ, მხოლოდ მე მახსოვდი, რადგან შენსა და ჩემს შორის თითქოს მარადისობაში გადაიჯაჭვა მტრობის ძაფები
გადიოდა დრო, მე ვმოგზაურობდი პრერიიდან პრერიაში, სტეპიდან სტეპში დავდიოდი ჩემებთან ერთად... და ასე გრძელდებოდა, სანამ არ მოვხუცდი და ჩვენს ბებერ ნეკერჩხალს არ დავემსგავსე, სანამ ერთხელაც ჯოხსა და შთამომავლებს დაყრდნობილი, ჩემს მსგავს მდგომარებაში შენ შეგხვდი
შენ გზის ერთი მხრიდან მოდიოდი, მე მეორედან, და ჩვენ შევხვდით, შემოგხედე და სიცილი ამიტყდა, იმიტომ, რომ ყოველთვის მინდოდა უძლური მენახე, არაფრის მქონე, თანაც ჩემსავე უძლურებაზე მეცინებოდა, მოგიახლოვდი (უფრო სწორად მომაჩოჩეს, შენც მოგაჩოჩეს ჩემკენ) და ჩვენ ერთად წავედით უსასრულო პრერიის გზით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ავტორი: ენმესაგშარრი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
17 იანვარი, 2016 ჩემი... ავტორი: ენმესაგშარრი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
17 იანვარი, 2016 ჩემი...
2. მართლა ძალიან კარგი შეგონებაა. საინტერესოც იყო. დახვეწილიც. მიყვარს ასეთი სითეთრე. ++ მართლა ძალიან კარგი შეგონებაა. საინტერესოც იყო. დახვეწილიც. მიყვარს ასეთი სითეთრე. ++
1. აზრობრივად საინტერესო, შეგონება, ნაწერია... ემოცია კი ვერ მოვიდა ჩემამდე, ეგება არცუნდა მოსლიყო?...არ ვიცი...:-* +2
აზრობრივად საინტერესო, შეგონება, ნაწერია... ემოცია კი ვერ მოვიდა ჩემამდე, ეგება არცუნდა მოსლიყო?...არ ვიცი...:-* +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|