ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: Fuckerman's Song
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2008


=მდელოები=

მე ვაგროვებდი
პატარა მდელოებს,
-ვაწყობდი ქაოსად...
მერე ვეძებდი
პატარა ადგილს
უფრო პატარა,
-თბილი სახლისთვის.
იყო მაისი,
იყო აგვისტოც,
იყო ივლისიც
და უცბად,ერთ
დღეს
დადგა ოქტომბერი!
ვიპოვე!
ადგილი ვიპოვე
ჩემს მდელოზე
სულ პატარა,
თბილი სახლისთვის!
მაქვს ოქტომბერი.
მე მაქვს მდელო.
მაქვს ადგილი
სულ პატარა,
თბილი სახლისთვის...
კარგად ბრძანდებოდეთ
ადამიანებო...

2008წელი/9ივნისი(+  -  8)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს