 | ავტორი: ჭა ჟანრი: პოეზია 19 დეკემბერი, 2014 |
მოვედი გითხრა... -ან სად მოვედი- ყველგან შენ არ ხარ?... ქუჩაში , ხალხის მიდის მორევი... -ვინ ხარ მათ შორის, მაინც რომელი?... და მაინც შენთან, ჩემო უფალო, ჰო, ზუსტად ვიცი, შენთან მოვედი! შენ ხარ ის ერთი, უერთგულესი, უძვირფასესი , სატრფოს სადარი. მერე რა, თუ არ ჩანხარ თვალით, მერე რა, რომ გული გგრძნობს მხოლოდ, -თუ, როგორც არის...- ასეთ რამეზე არც უნდა ვწერდე... ლამის ვინანო, მინდა რომ გითხრა, უბრალოდ გითხრა მადლობა ამით. და იმას, რასაც შიგნით განვიცდი, აი ამ ფურცელზე, გადმოვიტანო. იმასაც ვხედავ, სთქმელს ვერ ვაბამ თავს და გავები... შენა ხარ ღმერთო, ყველაზე სანდო, ყველაზე ახლოს, ყველაზე უფრო ხელშესახები! ხარ და...თან აქ ხარ! აი, აქ, ჩემთან! ნამდვილ მშობელზე ახლობელი, -ჩემი მშობელი! სიტყვები?... -თითქოს სხვა არაფერი მადლიერებით კოკებს ვავსებდე...- და რაკი ასე კუდში დამსდევ , დამსდევ ფეხდაფეხ, გამოდის,რომ შენც არანაკლებ გეძვირფასები. ეს, როგორ უნდა დავიტიო?... არ ვიცი ღმერთო! გამისკდეს გული, ან მიწა მაინც და ჩამიტანოს! აღარც აქვს აზრი -ყოფნა არ ყოფნას- დღეს მოვკვდები თუ , ოცი წლის მერე, შენ მაინც ვერსად ,ვერსად გაგცდები, უფალო ჩემო, რაკი გიპოვნე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. უფალო ჩემო, რაკი გიპოვნე! უფალო ჩემო, რაკი გიპოვნე!
26. შენ მაინც ვერსად, ვერსად გაგცდები, უფალო ჩემო, რაკი გიპოვნე! შენ მაინც ვერსად, ვერსად გაგცდები, უფალო ჩემო, რაკი გიპოვნე!
25. ვეთანხმები თემურ ელიავას!!!! ვეთანხმები თემურ ელიავას!!!!
24. დავჭედდი ხუთჯერ დავჭედდი ხუთჯერ
23. სხვა სამყარო...მადლობა...:-* გაიხარეთ ბატონო სანდრო...:-* კარგო ადამიანო და საუკეთესო პოეტო...:-*
სხვა სამყარო...მადლობა...:-* გაიხარეთ ბატონო სანდრო...:-* კარგო ადამიანო და საუკეთესო პოეტო...:-*
21. ლამაზო და ჭკვიანო ნანა-ო და ჭა-ო და ჭა-ნანა-ო! ეს წელიწადი შენი წიგნის წელიწადი ყოფილიყოს... და კიდევ, ყველაფერს ერთად გილოცავ. ლამაზო და ჭკვიანო ნანა-ო და ჭა-ო და ჭა-ნანა-ო! ეს წელიწადი შენი წიგნის წელიწადი ყოფილიყოს... და კიდევ, ყველაფერს ერთად გილოცავ.
20. ლუიზა...:-* მადლობა jonatan livingstoni, შე გულთამხილავო შენა...:-* ლუიზა...:-* მადლობა jonatan livingstoni, შე გულთამხილავო შენა...:-*
19. რა გულწრფელადაა ნათქვამი ყოველი სიტყვა. მოკრძალება და სითამამეცაა ერთად.
რა გულწრფელადაა ნათქვამი ყოველი სიტყვა. მოკრძალება და სითამამეცაა ერთად.
18. მე-9 კომენტარის ავტორმა, - ლექსის ავრტორი შენ ხარ და შენ უკეთ იცი, რისი თქმა გინდოდა ამ ლექსითო. :) მე კი - 5 ქულა დაგიწერეო.... :)))
მე-9 კომენტარის ავტორმა, - ლექსის ავრტორი შენ ხარ და შენ უკეთ იცი, რისი თქმა გინდოდა ამ ლექსითო. :) მე კი - 5 ქულა დაგიწერეო.... :)))
17. შეუძლებელი შეძელი, ლოცვა და ხელოვნება, თან ლოცვას არ მოაკლდა მხურვალება შეუძლებელი შეძელი, ლოცვა და ხელოვნება, თან ლოცვას არ მოაკლდა მხურვალება
16. მიხარია ამის მოსმენა... მადლობა მუხა...:-* თ. ელიავა...:-* მიხარია ამის მოსმენა... მადლობა მუხა...:-* თ. ელიავა...:-*
15. სიყვარულით დაწერილი, გულწრფელი ლექსი
ლოცვა:) სიყვარულით დაწერილი, გულწრფელი ლექსი
ლოცვა:)
14. ეს ჩემი ლექსიცაა, ჩემი სიტყვებია, ჩემი დაწერილი! შენ ჩემს სულში ზიხარ ჭა- ო! ეს ჩემი ლექსიცაა, ჩემი სიტყვებია, ჩემი დაწერილი! შენ ჩემს სულში ზიხარ ჭა- ო!
13. მადლობა ყველას...:-* 9-ე კომენტარს ვერ დავეთანხმები...:) ლექსში ვეცადე ჩამედო სამი ემოცია... 1.შეხვედრის სიხარული... 2.მადლიერების გამოხატვის მცდელობა... 3.და რწმენა, იმისა რომ ღმერთი, სიკვდილის მერეც არის... ასე რომ იქ ვერ დამთავრდება ეს ლექსიო ავტორმა...:) რამდენად გამომივიდა ეგ სხვა საკითხია... მადლობა ყველას...:-* 9-ე კომენტარს ვერ დავეთანხმები...:) ლექსში ვეცადე ჩამედო სამი ემოცია... 1.შეხვედრის სიხარული... 2.მადლიერების გამოხატვის მცდელობა... 3.და რწმენა, იმისა რომ ღმერთი, სიკვდილის მერეც არის... ასე რომ იქ ვერ დამთავრდება ეს ლექსიო ავტორმა...:) რამდენად გამომივიდა ეგ სხვა საკითხია...
12. დღეს მოვკვდები თუ , ოცი წლის მერე, შენ მაინც ვერსად ,ვერსად გაგცდები, უფალო ჩემო, რაკი გიპოვნე!... :-* დღეს მოვკვდები თუ , ოცი წლის მერე, შენ მაინც ვერსად ,ვერსად გაგცდები, უფალო ჩემო, რაკი გიპოვნე!... :-*
11. ლოცვა-ლექსი. ასეთ რთულ თემებზე ასე პოეტურად წერა დიდი გამბედაობაა. შენ ეს შესძელი. 55555 ლოცვა-ლექსი. ასეთ რთულ თემებზე ასე პოეტურად წერა დიდი გამბედაობაა. შენ ეს შესძელი. 55555
10. გილოცავ, ჭა! :* გილოცავ, ჭა! :*
9. შენა ხარ ღმერთო, ყველაზე სანდო, ყველაზე ახლოს, ყველაზე უფრო ხელშესახები!
ჩემთვის - აქ დამთავრდა ლექსი!... მერე - ახსნა-განმარტებითი ბარათივით არის... ნიკოლოზობას გილოცავ! 5 შენა ხარ ღმერთო, ყველაზე სანდო, ყველაზე ახლოს, ყველაზე უფრო ხელშესახები!
ჩემთვის - აქ დამთავრდა ლექსი!... მერე - ახსნა-განმარტებითი ბარათივით არის... ნიკოლოზობას გილოცავ! 5
7. +++ ძალიან მაგარი ! +++ ძალიან მაგარი !
6. რაღაც ძალიან მეჩემეულა... მეც გილოცავ ჭა-ო,,,5+ რაღაც ძალიან მეჩემეულა... მეც გილოცავ ჭა-ო,,,5+
5. დღევანდელ დღეს გილოცავთ...:-* წმ. ნიკოლოზი შეწიოს მთელ საქართველოს... დღევანდელ დღეს გილოცავთ...:-* წმ. ნიკოლოზი შეწიოს მთელ საქართველოს...
4. ძალიან კარგია. 5555555 ძალიან კარგია. 5555555
3. +++.. 19/12/14წ. ნექტარი. +++.. 19/12/14წ. ნექტარი.
2. უფალი, ისეთივე ღრმა და ამოუწურველი, როგორც ჭა... უფალი, ისეთივე ღრმა და ამოუწურველი, როგორც ჭა...
1. შენა ხარ ღმერთო, ყველაზე სანდო, ყველაზე ახლოს, ყველაზე უფრო ხელშესახები!
:* შენა ხარ ღმერთო, ყველაზე სანდო, ყველაზე ახლოს, ყველაზე უფრო ხელშესახები!
:*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|