ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: იუმორისტული
13 დეკემბერი, 2008


მწველავური სალაღობო

''ძროხებს მიხედეთ,ძროხებსა,თორემ დაგრჩათ დასაწველი!'' - ასე დაგვაწიოკა სანათა და მე მიხოსერამ ამ საღამოს./





შინმოსულმა ძროხა ვწველე,
შავადედე მაწონიო.
ეხლა მიხოს  უნდა ვუქო
ზნენი სამამაცონიო.

ქართულად რო რაინდია,
რუსულად ას ''რიცარიო'',
ვინ  დაჯაბნის მარტყოფელსა
რა ''ცარიო'', რი ''ცარიო''!

უდღეგრძელოს ღმერთმა ყველა,
გულით დასაფიცარიო,
მოკეთისთვის ღვინო მისცეს,
მტრისთვის - ოთხი ფიცარიო!

მოუმრავლოს ეზო-კარში
ხოხობი და ციცარიო!
...ამა ლექსის გამამთქმელი
თაოდ მოხვდეს,ვინც არიო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები