ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოხუცი ასტრონომი
ჟანრი: პროზა
18 დეკემბერი, 2014


  ჩამოტვირთვა

კობა ზაურიჩი

როგორც მოგეხსენებათ, უკვე ნელ-ნელა ახლოვდება ყველასთვის ახლობელი და პატივსაცემი, კობა ზაურიჩის საზეიმო იუბილე. მე გთხოვეთ, რომ მოგვეძიებინა ნაცნობ-მეგობრებში თუ ნათესავებში გაბნეული საინტერესო ამბები, მოგონებები, ხუმრობები და ისტორიები კობა ზაურიჩის ირგვლივ, მისი იუბილისთვის.
ჩვენც მოვიპოვეთ მორიგი ძალიან საინტერესო ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ!

"ეხლა, რას გიყვებით!

კვეკვე და პაპა ციხისელები იყვნენ ბიძა-დიშვილი და კირის მოპოვებაზე მუშაობდნენ ჩემთან მარნეულის კარიერზე ადრე. მე მაშინ კირის ცეხები მქონდა. კვეკვეს ბალღობაში თურმე ენა ებმებოდა და კვერცხს ვერ ამბობდა წესივრად, "ასეჩკას" აძლევდა ხომე თურმე. მერე რო გაიზარდა კი სთქვა გამართულად, მარა სახელად უკვე კვეკვე შერჩა, თორე ისე პასპორტით სანდრო იყო, მარა სანდროს არავინ ეძახდა. თვითონ ამბობდა, კვეკვე დამიძახეთო! ეგა, ეხლა დედისგან იყო ციხისელი, მამის გვარი არ მახსოვს და არც თვითონ იცოდა, მგონი. ხო, მოკლედ, დედას მიუცია თავისი გვარი. ისე გაიზარდა, მამა არ უნახნია და ბიძა ზრდიდა თურმე, პაპა, პაპა ციხისელი. მე ეხლა არ ვიცი, მარა თვითონ როგორცა ჰყვება, ამ პაპას პაპა ყოფილა თურმე გულღია, ხელგაშლილი და მოქეიფე კაცი, ყველას რო უყვარდა ისეთი. ბევრსაც შოულობდა და ბევრსაც ხარჯავდა თურმე. ისე, ჯიმშერი რქმევია პასპორტით და მოფერებით პაპას ეძახდნენ. პაპათ იცნობდა დიდი თუ პატარა. სულ ეუბნებოდნენ ამოდონა სიკეთეს რო აკეთებ, ჩვენი პაპა ხაარო შენო. მერე ეს ეტყოდა თურმე, თქვენა იცით პაპა რუსულად რო მამას ნიშნამსო. მერეო?! მერე და რათ აყენებთ დედათქვენებს შეურაცხყოფასო. მაგარი ენაკვიმატი ყოფილა ისიც, ჩემსავით და იმას უთქვამს, რომ პირველი შვილიშვილი ბიჭი თუ მეყოლა, მეტრიკაში სახელად პაპა უნდა ჩავაწერინოო! მე ჩემს შვილს და რძალს მაგას არ დავეკითხები, ეგ ჩემზე მაგარი უნდა გაიზარდოსო! ხოო, მოკლედ დაბადებულა ეს შვილიშვილი, ბიჭი და ამასაც, ჯიმშერს იგივე პაპას, 25 მეეთიანი ჩაუდვია მეტრიკის გამცემი ნაჩალნიკისთვის და ჩაუწერინებია ეგ სახელი. ეს რო გაიზარდა, მერე სუ ეხუმრებოდნენ, რო თქვენ პაპას პაპა უნდა გენახათ რა პაპა იყო, აი, ნაღდი პაპა ეგ იყოო! ამასაც კიდე, თან უხაროდა რო ეგეთი სახელოვანი პაპის შვილიშვილი იყო და თან სწყინდა კიდეც გულში ჩუმათ სადღაც!
მოკლედ, მუშაობდნენ ესენი ჩემთან დღისით კირის კარიერზე და ღამით კიდე დარაჯებად რჩებოდნენ ცეხებში. მაგაში კიდე ცალკე ვუხდიდი. არ მინდოდა, მარა მეცოდებოდნენ, გაჭირვებულები იყვნენ თან, ჩვენში რო ვთქვათ, წასასვლელი არც კი ჰქონდათ არსად, მარა ეგ იქით იყოს და ხელს ვუმართავდი რაც შემეძლო! კაი ოთახიც მოვუწყე, ფეჩიც დავუდგი ქვაბი, ტაფა, ქვეშაგებლები, ყველაფერი. საჭმელ-სასმელს კიდე ცალკე ვუზიდავდი, მაგას აღარ ვთვლი. სმენებს ინაწილებდნენ ხომე, სუტკობით მორიგეობდნენ, რო თან მეორე დილიდან კიდე გამოძინებულები ყოფილიყვნენ და ფიზიკურად ემუშავნათ. მარა, რა გინდა ასი ათასების ტავარს ვუტოვებდი, ვენდობოდი. ეს ჩემი ცოდვით სავსე კვეკვე კიდე, სუ მეუნეოდა, ბალღობიდან მანქანა კარქა ვიცი და პრავა არა მაქ, ერთი პრავა ამაღებინა, ნახე როგორ გასახელოო. თან იცოდა რო მაგრა მამწარებდნენ შოფრები, ხან რა მიჰქონდათ და ხან რა. ეს ბენზინი და სალიარკა კიდე არასდროს არ ჰყოფნიდათ და ცალკე კიდე ხელფასი. მერე ზეთის ცვლა დაიწყეს კიდე ბოლოს ხშირ-ხშირად. მოკლედ, როგორც იყო და რას გიყვებოდიი? ხოო, ჩემი ქვისლი მუშაობდა მაგ დროს გაიში, კაი ბობოლა იყო, რესპუბლიკის მაშტაბით მთელი დოოსააფები მაგასთან შედიოდა და მაგასა ვთხოვე ერთი ბიჭისთვინ პრავა გამიკეთე-მეთქი. უპრობლემოდ გამიკეთა. ერთ დღეს, კიდეც ვიცოდი რო დაბადების დღე ჰქონდა ამ ჩემი ცოდვით სავსე კვეკვეს, მივედი, მივუტანე, ვაჩუქე ეს პრავა და კიდეც მოვაწყე სამასვალზეე. მაგ სამასვალზე ერთი გოჩა მუშაობდა, სუ ეჭვი მქონდა მაგაზე, ცეხში ხან რა მეკარგებოდა, ხან რა. ავდექი და საერთოდ გავაგდე და მაგის სამასვალი კვეკვეს მივეცი. აჰა და მოუარე მეთქი. სუ ჩემს მზეს ფიცულობდა იმის მერე ეგ ფაჩარა ბიჭი. მეც შვილივით მიყვარდა. ეხლა, ეს გოჩა კი მოგვშორდა, მარა ხანდისხან მაინც გამოჩნდებოდა, მოვიდოდა და აფერისტულად მოგვიკითხავდა ხომე. სუ მეშინოდა, რო ამას გულში სიკეთე არ უდევს-მეთქი და აჰა, აგიხდა ყოველივე კარქი, როგორც მე ეს ამიხდა! ერთ დღეს მე ადრე წამოვედი კარიერიდან, კირის ცეხები მე თვითონ ჩავკეტე, ჩემივე ხელით ჩამოვუკიდე კვეკვესა და პაპას ოთახში ეს გასაღებები კედელზე. იმ დღეს ერთად რჩებოდნენ მორიგეებად, სავსე იყო საწყობები "ზაპჩასტებით" და ახალი ტეხნიკით, კაკრას იმ დღით მიღებულით სარატოვიდან. ხოდა, როგორც თვითონა ჰყვებიან გამთენიისას ჩასძინებიათ დაღლილებს, ეხლა ვიხსენებთო, რო ძაღლის ხმა რო შეწყდა იმან ჩამოგვაძინაო. არადა, ძაღლები მყავდა, ქოფაკები, სუ ჩემი ხელით დაზრდილები. ხოდა, ეტყობა ნემსიანი კალბასი შეუგდეს ამ ძაღლებსა, ეგ კიდე აძინებს ეგრევე. შესულან ოთახში, თურმე იცოდნენ გასაღებები სადაც ეკიდნა, აუღიათ, გაუღიათ და უმუშავნიათ მშვენივრათა. სუ გამოუზიდნიათ იმ დღეს მიღებული საქონელი. ეხლა, თურმე რა მომხდარა, მისულა ეს გოჩა, მე რო სამასვალი ჩამოვართვი და გავაგდე. ეტყობა, კვეკვეს ზუბიც ჰქონდა, ამოუღია პოლიტრა, მოდით რამდენი ხანია არ მინახნიხართ, აქეთ ვიყავი და შემოგიარეთო, თან დღესა ჩემი დაბადების დღე სთენდება, პა სტო გრამი დავლიოთ, დამლოცეთო. ეტყობა, იმათაც ვერ უთხრეს უარი, კაცი იუბილარიაო! მე ეჭვი მაქ, რო იმ პოლიტრაში მაგას ძილის წამალიც ექნებოდა გარეული, მარა ესენი ამბობენ რო თვითონაც ჩვენთან ერთად სვამდაო, ჩავცალეთ ბოთლა, დაგვემშვიდობა და წავიდაო. ეხლა, თქვენ მითხარით, ძილის წამალი რო ჰქონოდა გარეული პოლიტრაში იმ გოჩას, თვითონაც ხო დეეძინებოდა, ჯანდაბა მაგას, ამ კვეკვესა და პაპასთან ერთად. მოკლედ, დღემდე არ ვიცი რა ოხრობა მოხდა მანდ იმ ღამეს. არა და წინა ღამ ცუდი სიზმარი კი მქონდა ნანახი. ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა. სანამ მივიდოდი, ძაან ვინერვიანე! ჩემი წინაღამ დამემართა! ციური, ჩემი კნეინა, წინაღამ დასამბელი გამიხდა. მე ხო ჩემი დამემართა და დამემართა, უნა გენახათ საცოდავი კვეკვე და პაპა რა დღეში იყვნენ ჩავარდნილნი. ესენი რო დავინახე კიდე ამ დღეში, სუ გადამავიწყდა ჩემი ზარალის ამბავი და ამიტყდა სიცილი! ძაან სასაცილოები იყვნენ. მე იმაზე უფრო მეცინებოდა, რო წინა დღით ორი მეშოკი კირი გადავადებინე, სოფელში უნა წამეღო ხეების საწამლად და ისინიც გაუყოლებიათ ხელსა, ეგრევე გასასვლელში იდო წასაღებად გამზადებული. არ ვიცი, რა ვიცი, ნეტა რა ეგონათ!
იმის მერე ბიჭები დღემდე იცინიან, აბა როგორ იყო, კვეკვეს და პაპას კირი რო მოპარესო?! მეც ეგრევე ვუთხარი, რო, რა იყო, გვარად კვეკვესკირი ან პაპასკირი მაინცა ჰყოფილიყავით თქვე დალოცვილის შვილებო-მეთქი!!! ხოოდა, ესა ვთქვი და ამაზე ბიჭები დაწყდნენ სიცილით, სუ მუცელზე ხოხავდნენ! რა ენა აქვს ზაურიჩს, მოკლედ რას არ იტყვისო!
იმის მერე კვეკვესკირი და პაპასკირი შეარქვეს მაგათ, კვეკვეს და პაპას!.

კობა ზაურიჩი"

საქართველოს კეთილსიტყვიერების აკადემია
სკა - 2014

https://www.facebook.com/groups/ketilsitkhviereba/
https://www.facebook.com/ketilsitkhviereba
https://www.youtube.com/watch?v=Sup9mC86AG4&list=PLGPi3614RgQbGcuh80K2UCN5MQsNzonje

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს