მარინა ცვეტაევა
ასე იქნება
- - - - - - - -
იმ წყნარი ბავშვივით, ბნელმა რომ ალერსით დაფარა, მზერა უსაშველოდ დაღლილი ირგვლივ მოატარე. დგახარ ფანჯარასთან უძრავად, კორიდორს მოჩქარე ნაბიჯი დაატყო ვიღაცამ - მე არა!
გაიღო კარი და ... ქარ-ყინვის ნაკადი პატარა... სურნელი სინედლის და ბედნიერების... შფოთვები ჩამდგარა. დუმილის სულ რაღაც წამიც და პარმაღზე მომდგარი მსუბუქად იცინის ვიღაცა - მე არა!
ტრამვაის ჩრდილებმა კედელზე კვლავ ჩამოიარა, ქვემოდან ორკესტრის ხმაც აღწევს, ჩუმად ასრულებენ და ,,- დაე, ერთმანეთს უსიტყვოდ შევურწყათ სულები"- ღელვით უჩურჩულებ ვიღაცას - მე არა!
-,,რამდენი წიგნია!.. მეგონა.. უკვე გამიარა სიცივემ, უცეცხლოდ ჯობია... სიტყვაც კი აღარ მომაგონდა"... ხედავენ ჩავლილი ჩრდილები ტრამვაის ვაგონთა შენს გვერდით, დივანზე ვიღაცას - მე არა!
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Марина Цветаева
Так будет
Словно тихий ребенок, обласканный тьмой, С бесконечным томленьем в блуждающем взоре, Ты застыл у окна. В коридоре Чей-то шаг торопливый — не мой!
Дверь открылась... Морозного ветра струя... Запах свежести, счастья... Забыты тревоги... Миг молчанья, и вот на пороге Кто-то слабо смеется — не я!
Тень трамваев, как прежде, бежит по стене, Шум оркестра внизу осторожней и глуше... — «Пусть сольются без слов наши души!» Ты взволнованно шепчешь — не мне!
— «Сколько книг!.. Мне казалось... Не надо огня: Так уютней... Забыла сейчас все слова я»... Видят беглые тени трамвая На диване с тобой — не меня!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|