შენ კაშნეებს ქსოვ, რათა ზამთარს გადაარჩინო ადამიანთა გაცრეცილი, დაღლილი პულსი და მიწისგან, თუ ნეკნისაგან ყველა გაჩენილს დაავიწყო, რომ ციოდა. ყინავდა გუშინ. როდესაც შვილებს შორდებოდნენ დედები, რადგან ეყიდათ პური გაცემული სხვისგან გროშებით და მათში ყველა ქალბატონი, ჰო! სწორედ მათგან, დღეს დაწვებოდა დაფენილი გულზე დროშებით; მიწაზე, ცეცხლში, გრიგალში და თარეშში ომის ოღონდაც ბავშვებს შეეჭამათ კუთვნილი პური მოდი, გამოდი და გავუყვეთ ამ უბანს ორნი და გამიყავი შენი კაშნე და შენი გული, რომელშიც ყველა ჩაატიე იცნობდი ვისაც, ან არ იცნობდი და იცოდი იცნობდა ღმერთი, რომ გამოცალე უკანასკნელ ოქროსგან ქისა, ვინაიდან და რამდენადაც ეს არის შენთვის სიყვარულიც და ეს გზაც არის საერთოდ იქით, საითაც არის სამოთხის და მეუფის კარი. შენ კაშნეებს ქსოვ მერამდენეს ამჯერად რიგით და ფანჯრებს მიღმა პეიზაჟი ასეთი არის: ……………………………………….. თოვს და პატარებს კაშნეები უფარავთ ლოყებს. თოვს და კაშნეებს უფრიალებს პატარებს ქარი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ლამაზი და თბილი მიძღვნაა. თამამად ვწერ 5 ლამაზი და თბილი მიძღვნაა. თამამად ვწერ 5
7. :)))))))) <3 :)))))))) <3
6. მე კი დავწერ აქ ჩემს ხუთიანს, მაგრამ აქამდე 4 ქულა როგორ ჰქონდა ამ ხუთი კომენტარის გადამკიდე საინტერესოა და ბნელითმოცულია :) მე კი დავწერ აქ ჩემს ხუთიანს, მაგრამ აქამდე 4 ქულა როგორ ჰქონდა ამ ხუთი კომენტარის გადამკიდე საინტერესოა და ბნელითმოცულია :)
5. კარგი მიძღვნაა! კარგი მიძღვნაა!
4. კარგია, როცა ლექსებს გიძღვნიან და ამაყი ხარ, იმის ნიჭის გამო, კარგია კარგია, როცა ლექსებს გიძღვნიან და ამაყი ხარ, იმის ნიჭის გამო, კარგია
1. ალბათ მოეწონება თეოს ალბათ მოეწონება თეოს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|