ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ყოჩივარდა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
20 დეკემბერი, 2014


გამოიდარა

ერთმანეთზე მიწოლილ ცივ დღეებს ვერ უძლებდნენ ფრთადაშვებული ჩიტები. ვერ უძლებდა ხე, რომელიც გამუდმებით ჩემს სარკმელში შემოჭრას ცდილობდა. ვერ უძლებდა სული.. გაყინული..
ყოველ ღამით უშედეგოდ ვჭიმავდი ძაფებს იმ არარსებულ სამყაროსაკენ, სადაც ერთად წავიდოდით მე, ხეები და ჩიტები.
გრძელ ღამეებში სიჩუმეს არღვევდა წვიმა. წვეთები ზუსტად იმეორებდნენ სულში გაჩენილ ბგერებს:

მე - არავინ
შენ - არავინ
ჩვენ - არავინ
ყველაფერი - არაფერი

........................................................................

ერთ ღამესაც მოფრინდა პატარა თეთრი პეპელა დიდი  იასამნისფერი გულით. დავინახე ზღვასავით აზვირთულ ყოჩივარდებში ჩამავალი მთვარე..

........................................................................

მზის ამოსვლისას გათოშილი ხე გულში ჩავიკარი..
თავზე გულყვითელა ჩიტებმა გადაგვიფრინეს..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები