ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2014


ღმერთი

უსათაურო ნაწერები,დარდები,მჯიღი.
ეს ყველაფერი არ არის და ვგონებ არც იყო.
როცა სიყვარულს ხურდასავით ჯიბიდან იღებ,
არა გულიდან,(გადაიწყო და გადმოიწყო)

უმისამართო წერილები,სიბრაზე,რისხვა.
საკუთარ თავთან დაწყებული ეპოქა_ომი.
როცა ბოლოჯერ გასაფრენად ფრთებს ვეღარ ისხამ.
ერთია ღმერთი,გაიღიმებს და წავა ხოლმე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები