მტვერი,ოფლი,დაღლილობა,სინანული,ტკივილი, სიყვარული.
-მტვერი?
- ეს უბრალო მტვერი არაა. ეს ბევრად მეტია. ეს სცენის მტვერია. შენი ყოველი მოძრაობისას წარმოქმნილი.ეს ის მტვერია, რომლითად გრძნობ,რომ ცოცხალი ხარ. შეგიძლია ოფლი მოიდინო… შენი სინანული ტკივილს გაატანო. და ამით სიყვარული მოიპოვო.
- ვისი სიყვარული.
-ხალხის სიყვარული. მტვერი, მტვერი უბრალოდ მტვერია სცენის გარეშე. სცენა კი უბრალოდ სცენაა მოცეკვავის გარეშე. ეს ის ადგილია სადაც მე ფრთები ამომდის. ყოველ ჩასუნთქვაზე ფილტვები, ჩემთვის საყვარელი მტვრით მევსება. ყოველ ამოსუნთქვაზე დაღლილობა მეხსნება. ოფლი მომდის, მტკივა, ვნანობ…
- რას ნანობ?
- ვნანობ, რომ მტკივა. თუმცა მაინც მიყვარს. მიყვარს ეს ტკივილი, მიყვარს ეს… სიბინძურე. შენ ალბათ იკითხავ, რა არის ჩემთვის სიბინძურე? ჩემთვის სიბინძურე ის ტკივილია, რასაც ყოველ ნაბიჯზე განვიცდი. ის ტკივილია, რომელიც მუხლჩაუხრელად მამოძრავებს. ეს ის სიბინძურეა, ეს ის ტკივილია რითაც მე ვცხოვრობ. ესაა ჩემი ცხოვრება. ესაა ჩემი ტანგო.
- შენი ტკივილი შენი ტანგოა?
- არა მეგობარო, ჩემი ტანგო ჩემი ტკივილია, და არა პირიქით. მტვერი, მხოლოდ მტვერია. ოფლი, მხოლოდ ოფლია. დაღლილობა, მხოლოდ დაღლილობაა. სინანული, მხოლოდ სინაულია. ტკივილი, მხოლოდ ტკივილია. სიყვარული კი თავად ტანგოა. თუმცა ტანგო არაა სიყვარული. ტანგო ცხოვრებაა. ყოველი ნაბიჯი, ტკივილია. ყოველი მეორე ნაბიჯი სიყვარული. ტანგო ოვაციაა. ტანგო ძალაა, ტანგო შიშია..
- რისი შიშია. თუ ძალაა შიში როგორღაა. ზოგი ამბობს, რომ ტანგოში შეცდომები არ ასებობს, მაშინ რიღასი გეშინიათ?
- არა… ტანგო ცხოვრებაა. თუ ცხოვრებაში შეცდომა არსებობს, მაშინ ტანგოში რატომ არ შეიძლება იყოს? თუ ტანგო ცხოვრებაა, მაშინ მე მეშინია. მაგრამ იცოდე. ტანგო მარტო შიში არაა. იგი თავად სიყვარულია. სიყვარულში კი მთავარი ნაბიჯია. ნაბიჯი საითკენ? წინ. და მხოლოდ წინ. მეტი არსად. ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი, შიშსს ჩაკლავს. და შეცდომას გაპატიებს.
- ყველაზე მეტად რომელი ტანგო გიყვართ?
- ყველაზე მეტად რომელი შეყვარებული გიყვარს?
- არ ვიცი. ალბათ პირველი, რადგან სხვა არც მყოლია.
- მართალი ხარ. პირველი და უკანასკნელი. ტანგო ჩემთვის ერთია. ერთადერთიც. თუ რა თქმა უნდა ცოლს არ ჩავთვლით. იმედია უკან არ მიდგას და არ მისმენს. ეჭვიანობა. ტანგოს მთავარი მინუსია. ტანგოს ტკივილია თავად ეჭვიანობა. ტანგოზე ლეგენდები დადის. ეჭვიანიაო. თუ სხვა ქალი გიყვარს, მან იცის. იგი გრძნობს და არ გაპატიებს.
- მაშინ რატომ ცეკვავთ ტანგოს თუ ცოლი გყავთ?
- იმიტომ, რომ ჩემი ცოლი ჩემი ტანგოა. ჩემი პირველი ტკივილია, ჩემი პირველი სიყვარულია. თუ სიკეთე არსებობს ეს ჩემი ცოლია. თუ ჩემი ცოლია ესე იგი ჩემი ტანგოა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა დიდი :)) <3 მადლობა დიდი :)) <3
1. - ტანგო ჩემთვის ერთია. ერთადერთიც. თუ რა თქმა უნდა ცოლს არ ჩავთვლით. იმედია უკან არ მიდგას და არ მისმენს. ეჭვიანობა. ტანგოს მთავარი მინუსია. ტანგოს ტკივილია თავად ეჭვიანობა. ტანგოზე ლეგენდები დადის. ეჭვიანიაო. თუ სხვა ქალი გიყვარს, მან იცის. იგი გრძნობს და არ გაპატიებს. - მაშინ რატომ ცეკვავთ ტანგოს თუ ცოლი გყავთ? - იმიტომ, რომ ჩემი ცოლი ჩემი ტანგოა. ჩემი პირველი ტკივილია, ჩემი პირველი სიყვარულია. თუ სიკეთე არსებობს ეს ჩემი ცოლია. თუ ჩემი ცოლია ესე იგი ჩემი ტანგოა.
სასიამოვნოდ წავიკითხე და 5 ქულა დავტოვე. :) - ტანგო ჩემთვის ერთია. ერთადერთიც. თუ რა თქმა უნდა ცოლს არ ჩავთვლით. იმედია უკან არ მიდგას და არ მისმენს. ეჭვიანობა. ტანგოს მთავარი მინუსია. ტანგოს ტკივილია თავად ეჭვიანობა. ტანგოზე ლეგენდები დადის. ეჭვიანიაო. თუ სხვა ქალი გიყვარს, მან იცის. იგი გრძნობს და არ გაპატიებს. - მაშინ რატომ ცეკვავთ ტანგოს თუ ცოლი გყავთ? - იმიტომ, რომ ჩემი ცოლი ჩემი ტანგოა. ჩემი პირველი ტკივილია, ჩემი პირველი სიყვარულია. თუ სიკეთე არსებობს ეს ჩემი ცოლია. თუ ჩემი ცოლია ესე იგი ჩემი ტანგოა.
სასიამოვნოდ წავიკითხე და 5 ქულა დავტოვე. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|