ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
-არ მეგონა თუ ოდესმე ჩავვარდებოდი… მე ხომ ისეთი მაგარი ვიყავი.
-როგორ დაიწყო ეს ყველაფერი.
- კარგი რა! შენ ხომ ისედაც ყველაფერი იცი. თუმცა მაპატიე სულ დამავიწყდა, ეს ყველაფერი იმისთვისაა – მან ხელი კამერისკენ გაიშვირა.
- გეთანხმები, ნაბიჭვარო.
- 50 ლარიან ჯარიმას აიტან არა? კარგი მოგიყვები. უფრო სწორედ მოვუყვები. ეს არ დაწყებულა, ალბათ ეს მუდამ ჩემში იყო. პირველად მაშინ ვიგრძენი, როდესაც დავალების შესრულებისას პირველად მოვკალი ადამიანი. ახალგაზრდა ბიჭი იყო… მახსოვს. თუმცა დაიმსახურა, მან ჩემს მეწყვილეს ესროლა, კინაღამ მოკლა. იქამდე ორი გოგო ჰყავდა გაუპატიურებული, ორი მკვლელობა ბრალდებოდა და სამი ყაჩაღობა. ნამდვილი ბოროტმოქმედის ხატი იყო. არ ვამაყობდი ამით თუმცა, არც არასდროს მინანია. ამით ჩემში გაიღვიძა ხელოვანმა.
- თავს ხელოვანს უწოდებ?
- ხელოვნებაა ადამიანი ისე მოკლა, რომ ვერავინ გაიგოს. თან სხვას დააბრალო ეს ყველაფერი.
- ვერ დაგეთანხმები. შენი ძაღლი …..
- 100 ლარი, მშვენიერია დაკითხვის ბოლოს უხელფასოდ დარჩები. მოკლედ მას შემდეგ თავს კარგად ვგრძნობდი, თუმცა მაკლდა რაღაც. მჭირდებოდა სისხლი. ერთხელაც მე ის მივიღე. ჩემი მეწყვილე, მას მუდამ ჩემს ნასროლზე უნდოდა ლაპარაკი. გრძნობდა, რომ არ ვღელავდი ამაზე. იგი უბრალოდ თავს მაბეზრებდა. მეც გადავწყვიტე თავიდან მომეშორებინა. ის გამოცდილი იყო, თუმცა სულელი. მე ის მოვკალი. ბარიდან გამოვდიოდით. ყველამ დაინახა, რომ ორივე ჩვენი გზით წავედით, თუმცა არავინ იცოდა თუ რისი გამკეთებელი ვიყავი. უკან გავყევი, სანამ იგი მაღაზიაში იყო, მე მისი სახლის კარებთან ვიცდიდი. ღამე იყო, თუმცა მაინც ვიმალებოდი. როდესაც კარზე უნდა დაეკაკუნებინა მე მას თავში ქვა ჩავარტყი, გაითიშა, თუმცა მკვდარი არ იყო, მის საკუთარ მანქანაში ჩავსვი, თავს ვიცავდი, ხელზე ხელთათმანები მეკეთა. თუმცა ყოველი შემთხვევისთვის სპეცრაზმის ნიღაბი მქონდა გაკეთებული სახეზე. აღმოჩნდა, რომ სწორად მოვიქეცი, რამოდენიმე კამერას დავუფიქსირებივარ, როდესაც ზღვაზე ამყავდა.
- შემდეგ რა გააკეთე.
- ზღვაზე, მშვენიერი ცივი ნიავი უბერავდა
- შენ დაგიბერავს ეხლა ცივი ნიავი თუ თავის ქებას არ მოეშვები და არ მოყვები იმას რაც მჭირდება! – ყვირილით ფეხზე წამოხტა გამომძიებელი.
- კარგი! მე ის ავიყვანე ზღვაზე! მიწაში ჩავმარხე, ცოცხლად. იქ სადაც ვერავინ იპოვნიდა. შემდეგ ავდექი, ჩემი მოკლული დამნაშავის, მეგობარს “ვესტუმრე” სახლში, მისი თმის ღერები სავარცხლიდან მოვიპარე, ჩემი მეწყვილის მანქანასა და მის ხელებზე მიმოვფანტე. ეს კი მეგობარო ერთ ღამეში მოვასწარი. შემდეგ ყველაფერი მარტივი იყო. მისი ცოლი შეშფოთებული იყო, იგი ჩემთან ეგონა, თუმცა არ იცოდა, რომ მე უკვე სახლში ტკბილად მეძინა, დამირეკა. მე ვუპასუხე და ვუთხარი, რომ იგი უკვე რამოდენიმე საათი იყო სახლში წამოვიდა. მან მთხოვა მივსულიყავი მეწყვილის სახლში. როდესაც მივედი ერთი რამე ვერ გავითვალისწინე. მისი კარის სიახლოვეს სისხლი შევნიშნე. ფეხით გავთხაპნე, სახლში შევედი, ყველა მხრიდან ჩემი მეწყვინის სახე მიყურებდა, სახლი მისი და თავისი ცოლის სურათებით იყო სავსე.
- ნაბიჭვარო.
-300 ლარი მშვენიერია, მაინც რამდენი გაქვს ხელფასი.
-საკმარისი, რომ გული მოვიოხო და შენც ბოლომდე გამოგლანძღო.
- თუ დამამთავრებინებ კარგს იზამ. მაშინვე პოლიციაში დავრეკე და მოვითხოვე გამოეგზავნათ რაზმი, რომელიც მეწყვილის ოჯახთან დარჩებოდა. უფროსს დავურეკე, მოვახსენე საქმის ვითარება, მან მაშინვე აღძრა საქმე. მაშინვე გამოჩნდა საქმეში, მეწყვილის მანქანის სურათები, გარე კამერებმა დამაფიქსირეს, როდესაც იგი ზღვაზე ამყავდა. ძალიან გამიხარდა, რომ ნიღაბი მეკეთა. მოვითხოვე ეს საქმე ჩემთვის მოენდოთ. თან ერთი გამოცდილი გამომძიებელი დამყვებოდა, შევთავაზე კიდევ მოგვეძებნა სურათები, ადვილად მივხვდით სად უნდა გვეძებნა, პირდაპირ ზღვაზე ავედით, იქ კი რა თქმა უნდა მანქანა დაგვხვდა, მაშინვე გამოვიძახეთ კრიმინალისტები, რომლებმაც საბედნიეროდ მანქანაში თმები იპოვეს, გამიმართლა, კარგი კრიმინალისტები გვყავს. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ეს ჩემი მეწყვილის თმა არ იყო, საბედნიეროდ , იმ ახალგაზრდის თმა უკვე გვქონდა, ერთ-ერთ საქმეში იყო გარეული, ადრე. ბაზაში ადვილად ვიპოვეთ ყვლაფერი, ორდენი გამზადებული დამხვდა როდესაც ზღვიდან დავბრუნდი. ჩემმა უფროსმა მითხრა, რომ ეს საქმე მე უნდა გამეკეთებინა. ასეც მოვიქეცი, თუმცა უფროსი თან გამომყვა. კარგი როლი უნდა მეთამაშა. აქამდე მშვიდი უნდა ვყოფილიყავი, ახლა კი აფეთქების დრო იყო, როდესაც ბრალდებულთან მივედით, სახლში. კარის გაღების თანავე გაქცევა სცადა. მე მაშინვე შევყევი სახლში. ძირს დავაგდე ამოვატრიალე და სახეში მაგრად ჩავარტყი, უფროსი უკან მომყვა. არც უფიქრია ჩემი გაჩერება. რა რთულია ადამიანობა. ზოგჯერ იმის ატანა გვიწევს რაც არ მოგვწონს, თუმცა ვიცოდი ადამიანი, რომელიც ჩემს უკან იდგა სიამოვნებით გააკეთებდა იგივეს.
- მორჩი? იცი? მაგარი ახვარი ხარ. სიამოვნებით დაგიხვრეტავდი კოჭებს, ეს ფორმა რომ არა.
- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ შენი ზიზღი შენთვის უნდა შეინახო. მოკლედ შემდეგ ყველაფერი მარტივი იყო, დაკითხვისას იგი უარყოფდა ყველაფერს. ამას მისი მოწმეებიც აღიარებდნენ თუმცა, ვერავინ უარყოფდა ჩვენს ალიბს. მისი თმა ამით ყველაფერი იყო ნათქვამი, თუმცა გვამი იყო საპოვნელი. მე ვითხოვდი, რომ ზღვაზე გვეძებნა, ასეც მოვიქეცით, ძაღლებით რამოდენიმე საათი “ვეძებდით”. როდესაც ვიპოვეთ, მის ხელებზე და ტანსაცმელზე ნაპოვნი თმის ღერებით ის უცოდველი ახალგაზრდა დავიჭირეთ, მგონი დღესაც ციხეშია, რას იტყვი?
- ასეთი ირონიული რატომ ხარ შენი…
- მეგონა მეოჯახე იყავი. არადა უკვე 600 ლარი შემომწირე. მადლობას გიხდი ყურადღებისთვის.
- შემდეგ რა იყო.
- შემდეგ ყველაფერი კარგად წავიდა. მე ღირსების ორდენი მომცეს. წოდება მომიმატეს და მთხოვეს, რომ დეტექტივი გავმხდარიყავი. ახლა უკვე შემეძლო უამრავი ადამიანი შემეწირა, ისე, რომ ხელებიც არ გამესვარა.
- შენ გინდა თქვა, რომ შენს მიერ მოკლული ადამიანები, მხოლოდ შესაწირი იყვნენ? შენ გინდა თქვა, რომ ამის მერე ადამიანი ხარ?
-არა, არც ვამბობ, რომ ადამიანი ვარ. პირიქით. მე ღმერთი გავხდი. თუ ღმერთს აქვს უფლება მოკლას ხალხი, მე რატომ არ მაქვს?
- ჯოჯოხეთი შენთვის სამოთხე იქნება არა?
-არა მეგობარო, ჯოჯოხეთი ყველასთვის სამოთხეა ეშმაკის გარდა, იქ ვინც ხვდება ყველა სამოთხეშია. ეშმაკი კი მხოლოდ მძევალია ღვთისა. მინდა ვაღიარო, რომ მშვენიერია ასე რომ აეწყო ყველაფერი. მე ჯოჯოხეთში, შენ ამ თვეში ცარიელი მაცივრით.
- შენი დედას……. – თუმცა აღარ დაასრულებინეს, დეტექტივის დასაშოშმინებლად მაშინვე ორი პოლიციელი შემოვარდა ოთახში….
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა გავითვალისწინებ შემდეგში. რაღაც ახლის დაწერა მინდოდა. და საბოლოოდ ეს გამომივიდა. ექსპერიმენტალური იყო მადლობა გავითვალისწინებ შემდეგში. რაღაც ახლის დაწერა მინდოდა. და საბოლოოდ ეს გამომივიდა. ექსპერიმენტალური იყო
1. დამაჯერებელი არ იყო - ანუ, ვერ იყო კარგად ახსნილი, რატომ ჩამოყალიბდა მკვლელად.
დამაჯერებელი არ იყო - ანუ, ვერ იყო კარგად ახსნილი, რატომ ჩამოყალიბდა მკვლელად.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|