| ავტორი: ლელუჩი ჟანრი: პოეზია 30 დეკემბერი, 2014 |
ადამიანები იტანჯებიან. ზოგს სიყვარული ტანჯავს, ზოგს - უსიყვარულობა. რთულია, გაიგო ამ ორიდან რომელი უფრო მტკივნეულია.. ამდენი ხნის შემდეგ ისევ მოვედი შენამდე და ისევ დავიწყე წერა. ალბათ, ზედმეტად ბევრი განცდა დამიგროვდა იმისათვის, რომ მხოლოდ ცრემლებში დავხარჯო. გადამწვარი ნათურებივით ქრებიან ბოლო იმედები და მე, როგორც სიბნელეში მარტო დარჩენილი ბავშვი, შიშითა და გაფართოებული თვალებით ვხვდები უშენობას. თავი მტკივა. იმიტომ არა, რომ ტელევიზორს ახლოდან ვუყურებდი, უბრალოდ დავიღალე იმის მოსმენით, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს. მე მას შენი თავი ვთხოვე. გადიან წინასაახალწლო დღეები წინასაახალწლო განწყობის გარეშე და ვხვდები, რომ თოვლსაც კი არ უნდა უშენოდ მოსვლა. შენც თოვლს გავხარ, მინდა და არ მოდის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|