ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2008


2 ლექსი

  დილა ქაოსური

დილის ვარსკვლავი ცად გაიფანტა
და ოკეანემ იცვალა ფერი,
იებმა გორებს თვალი მისტაცეს
ჩამომდგარია კლდეებს მეწყერი.

ეალერსება ვაზებს ნიავი,
მზემ გაანათა ბნელი ფარდები,
მოთვინიერდა მგელივით ავი
წითლად ქცეული ყოჩივარდები.

ლამაზ ბუნებს ეფერა წყარო
ჩამომდინარი მაღალი მთიდან,
აქ გავსებულა ლექსებით თარო,
თარო მომწვანი ძველი და ციდა.

ჩაფიქრებულან ფრინველთა გუნდი,
წითლად ციმციმებს მზე ამოსული,
ნეკერჩხლის ფოთლებს ფიქრი მოუნდათ
ეს რა დილაა რა ქაოსური!


                გიძღვნი

მოაქვს ცხოვრებას სევდა ნაღველი,
არც მახსოვს უკვე როდის გიყვარდი...
გზები გაიყო ჩვენი მფარველი,
სადღაც ღრუბლებში გაუჩინარდი.

დადგა ზამთარი!შეხედე,ცივა!
აღარ მიყვარხარ,გივიწყებ მგონი,
შენ გიძღვნი სტრიქონს და გული მტკივა
გიძღვნი,ვით მერის გალაკტიონი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები