ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ყოჩივარდა
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2015


- * - * -

როგორ გიპოვო წვიმიან ზამთარში,
საით გავიკვლიო გზები..
წვიმს, თეთრებშია ჩემი სხეული,
მე უშენობას ვებრძვი.
კვლავ დავაბიჯებ იისფერ ბაღში,
მთვარის ფერი მაქვს თმები..
წვიმს, მოლოდინი დამაქვს ჩვეული
და უშენობას ვებრძვი.

.....................................................

იისფერი ბაღის მოჩვენება ვარ,
დავიკარგე, როცა ყველამ იპოვა თავი..
იისფერი ბაღის მოჩვნება ვარ,
აქ მხოლოდ მე დავრჩი..
დავრჩი უშენოდ,
უჩემოდ დავრჩი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები