ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
6 იანვარი, 2015


აღარ მინდა სანტა

აღარ მინდა სანტა!
ხურჯინით და ხონჩით
თოვლის პაპა მინდა,
ნაბადით და ჩოხით.
აღარ მინდა სანტა,
აღარც მისი წინდა,
აბა, რას დაიტევს?
არის ერთი ციდა.
მეხანძრე მგონია,
დადის ყველგან კიბით,
შარშან პაპა მოვიდა,
ვებერთელა ,,ჯიპით,,.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები