ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 იანვარი, 2015


შორს მყავხარ ვიდრე

… და ეს დღეც დგება,
ვით მრავალი დამდგარა ჩვეულ,
მხოლოდ შეხებით თუ შევიგრძნობ სინათლეს მზისას,
არ მინდა მიცნო - (ნასიზმრალზე) -
არ მინდა მნახო!
თორემ ვინ იცის -
ახლოს ხარ და მექცევი ჩვევად.
დავმალო იქნებ ეს წყვდიადი
სხვაგან ხარ ვიდრე,
წამოვდგე ისევ,
ან შევწყვიტო დილამდე ლოცვა,
სურვილად თუკი
ბედზე მეტად შემომრჩი ქვეყნად,
ღირდა ამ დღის და გუშინდელის
ხვალამდე მოცდა.
ბედნიერება ხელშესახებ ნივთივით დამაქვს,
და მისი მოვლა
გადამექცა შეძენილ ნიჭად,
ვეჩვევი თითქმის შეხორცებულ შაჰიდის ქამარს,
თუმც რაც დრო გადის
უფრო მეტად საეჭვოდ მიჭერს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები