კარი თითქმის ჩამოვგლიჯე ისე გამოვედი გარეთ, სიგარეტს გავუკიდე და ქუჩას გავუყევი. არავის არ ვაქცევდი ყურადღებას, თუმცა არც არავინ იყო ქუჩაში. ღამე იყო, თოვდა და ციოდა. სიგარეტის ცისფერი კვამლი პირიდან ამოსულ ორთქლს ერეოდა. საოცარი სიმძლავრე იგრძნობოდა ამ ორთლ-ბოლში.
თოვლი თავიდანვე ვერ შევნიშნე. მხოლოდ ფეხქვეშ გათელილი თოვლის ხმით მივხვდი, რომ თოვდა. თავი მაღლა ავწიე. ლამპიონის შუქზე თეთრი ფანტელები ცვიოდა. ხელებზე დავიხედე, გამლურჯებოდა. გათბობა ვცადე. ამ დროს სიგარეტიც შევნიშნე. მიმოვიხედე და ფეხებიდან თოვლი დავიბერტყე. მინდოდა სადმე სკამი მენახა, რომ ჩამოვმჯდარიყავი. ვერაფერი შევნიშნე, ისედაც არაფერი ჩანდა.
ფიქრებმა გამიტაცა. გამახსენდა რატომ გამოვიქეცი სახლიდან. დამღალეს… აღარ მინდა იმათი ჩხუბის ყურება. მგონი ვერც შენიშნეს. თითქოს შორიდან ვხედავდი მათ სახეებს. წარმოვდიგინე ზიზღით ანთებული თვალები და ყვირილისგან დაჭიმული კისერი. გზა გავაგრძელე, თან მეორე ღერს გავუკიდე. ჩემთვის შვება იყო. მარტოობა, სიგარეტი და თუნდაც თოვლი. რატომაც არა.
მციოდა, მაგრამ არ ვაქცევდი ყურადღებას. გული უფრო მტკიოდა. უცებ რატომღაც გავჩერდი. ზურგში ტკივილი ვიგრძენი, ზურგიდან ტკივილი წინ წამოვიდა, და თითქოს მკერდიდან გამოვიდა. უკან მივიხედე, შორს ადამიანი იდგა. ცალი ხელი ზემოთ აეწია და ჩემსკენ ჰქონდა მოშვერილი. ხელში რაღაც ეჭირა ვერ დავინახე. ისევ წინ გავიხედე, ნაბიჯის გადადგმა მინდოდა, მაგრამ თვალში სითეთრის ნაცვლად სიწითლე მომხვდა. სითბომ დამიარა სხეულში, აღარ მციოდა. ფიქრებიც თითქოს მინელდა. ისეთი ცხელი აღარ იყო, გონება. სითბოც წავიდა ახლა ვცივდებოდი, თუმცა ეს სიცივე უჩვეულო იყო. საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი, მუხლებზე დავეცი. წამოდგომა მინდოდა, მაგრამ ვერ წამოვიწიე. პირიქით უკან გავიწიე. ახლა წინ ვიღაცის ზურგს ვხედავდი, მუხლებზე იდგა, ახველებდა და სისხლს იფურთხებოდა. უკან მოვიხედე, ისევ იდგა ვიღაც. თუმცა აღარ იდგა, მიახლოვდებოდა. დაყვირება ვცადე, თუმცა არაფერი გამომივიდა. ხმა არ მქონდა. ხელებზე დავიხედე. ხელებიდან ოქროსფერი ძაფები გამომივიდა. ჩემ წინ მდგომს შეუერთდა და ვიგრძენი, რომ ეს ჩემი სხეული იყო. სითბო იგრძნობოდა, თუმცა ესეც მინელდა. მტოვებდა სითბო.
ოქროს ძაფები უკვე მთელი სხეულიდან წამომეზარდა, ძლიერი ბიძგი ვიგრძენი, ჩემს წინ ზეციდან არსება დაეშვა. ოთხი ფრთა ქონდა, სახე არ უჩანდა. მხოლოდ ადამიანის სხეული ჰქონდა. ერთი ხელის მოსმით გაწყვიტა ძაფები, და ტკივილიც გაქრა. ტკივილი შვებამ შეცვალა. აღარც არაფერი მაწუხებდა. მხოლოდ წინ გახედვა მინდოდა. არსებას მივაცქერდი, მინდოდა მეთქვა, მინდოდა დამეყვირა მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. თუმცა არ მეშინოდა. წამოვდექი და სიმსუბუქე ვიგრძენი. გონებას წასვლა უნდოდა, გულს დარჩენა. თუ გამაჩნდა საერთოდ რომელიმე.თუმცა ვიცოდი, მე ადამიანი ვიყავი და მე მქონდა ნება. მქონდა სურვილი. ვხვდებოდი ჩემს მდგომარეობას, არსება მომიახლოვდა ხელი გამომიწოდა. შევხედე. თვალებში მინდოდა შეხედვა, თუმცა თვალები არ ჰქონდა. ხელს დავხედე თურმე არც ხელი ჰქონია. სითბოს ასხივებდა, თუმცა ამ სითბოში არაფერი იყო ბუნებრივი. ეს არაბუნებრივად თბილი არსება იყო. ხელის აქნევა ვცადე, არაფერი გამომივიდა. არსება მიახლოვდებოდა. და ხელი გამოიშვირა, თუმცა თითები არ ჰქონდა. უბრალოდ ვიცოდი, რომ ხელი იყო. გონება დამცინოდა. ისეთ ინფორმაციას მაწვდიდა რაც არაფერში მჭირდებოდა. ახლა უფრო ძლიერად მომინდა ხელის აქნევა. თითქოს გავმოძრავდი კიდეც. არსებას არ გამოპარვია ეს. თითქოს თავი ჩემი ხელისკენ მიაბრუნა. გონებაში ხმა გავიგე. “რჩები?” მინდოდა მეთქვა კი მაგრამ ყველაფერი განათდა. ტკივილი დაბრუნდა სხეულში, ფიქრებიც გამწარებული ეძგერნენ ჩემს თავს. ჩემს გონებას. ხმები მესმოდა, თუმცა არ ვიცოდი რა ხდებოდა. ხმა მეუბნებოდა : “მიდი შენ შეძლებ ამას, არ დანებდე შვილო” თვალები გავახილე, ზემოდან შუქი დამნათოდა, აღარ მციოდა, მაგრამ სითბოსაც ვერ ვგრძნობდი. მიმოვიხედე ექიმები დამტრიალებდნენ თავს. ახლა ვიცოდი, რომ გადავრჩი. თუმცა რას გადავურჩი ისიც არ ვიცოდი. კუთხეში ის არსება იდგა. თითქოს გამიღიმა, მაგრამ როგორ გამიღიმებდა, პირი არ ჰქონდა…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ეჰ, წავიკითხავ ამას ისევ მე. აბა , რა მეგონა, რომ წაგაქეზეთ-წერეთ მეთქი :)
ჰოლივუდური ფილმების გავლენაა, სულის და სხეულის გაყრის თემაზე.
წერეთ, მაინც :)
ეჰ, წავიკითხავ ამას ისევ მე. აბა , რა მეგონა, რომ წაგაქეზეთ-წერეთ მეთქი :)
ჰოლივუდური ფილმების გავლენაა, სულის და სხეულის გაყრის თემაზე.
წერეთ, მაინც :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|