ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუჩი
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2015


მინდა რომ მყავდე

ვეღარ ვწერ ლექსებს..
დადუმდა ჩემში ყველა გრძნობა, რაც იყო ადრე.
მინდა რომ მყავდე,
გვერდში მყავდე,
გულში რომ მყავდე.
ვეღარ ვწერ ლექსებს გავიკეთე ტკივილის ჩადრი
და იქნებ ასე მაინც შევძლო დამალვა სადმე..

ვეღარ ვწერ ლექსებს, ნაბიჯების გადადგმა მიჭირს
იმიტომ არა, რომ ავად ვარ ან ვკვდები უკვე..
მიჭირს ცხოვრება,
მიჭირს სუნთქვა,
სიცოცხლე მიჭირს,
რადგან გზა ჩემი არჩეული არსაით უხვევს..

შენ დარჩი უკან და თვალებით ვეღარ გთხოვ შველას..
მინდა გიყვირო,
დაგიბრუნო,
მინდა რომ მყავდე.
ახლა შენს გამო უფიქრებოდ დავთმობდი ყველას,
მაგრამ ამაზე არ ვფიქრობდი რატომღაც ადრე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს