ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2015


Angelo's Portrait

ვწევარ და რაღაც უჩვეულოდ განარინდები,
ვუყურებ ეკრანს-არც თუ მოკლეს. ტელევიზორი
ცხოვრობს კორპუსში და სართულთა ლაბირინთები
თავისში იტევს ქართველს, სომხებს და აისორებს.
თითქმის ყოველდღე ვეგებები მუშა ან უქმე
გამოღვიძებას-მეზობლების და რომ მიდიან
დოინჯით, დინჯად, რომ იშოვონ მორიგი ლუკმა,
ვხვდები, რომ ბინა უმცირესი ანდრომედაა,
სადაც ხერხემლის უნებლიე, ტყუპისცალ ტკივილს,
ნამდვილად ვიცი, შესაძლოა ერქვას დისკოზი...
რომელსაც ფიქრის ხნულებშივე სუსხივით ვტკვირავ
და ვერ გაგიცვლით, ვერასძალით, ჭიქა ვისკიზე-
მებადურს, თუნდ რომ ამომივსოს უბე ღლავებით,
ვერც დიოგენეს, ჩემს კასრზეც რომ ურცხვად მიაფსას,
უბრალოდ ვებრძვი ბურგუნდიულს ნაბეღლავიდან,
ბოთლი-უცილოდ შუშის არის, რადგან პლასტმასი-
ვერ შეინახავს საჭირო დოზით ყველა თვისებას,
ბევრჯერ მინახავს, ღვინო მასში როგორ ობდება...
მე კი ძილისგან გამოცლილი დილით ვივსები
და სიზმრებიდან მომაქვს მხოლოდ წინათგრძნობები,
რომ კარი, მუდამ ღია მრჩება, საწოლ ოთახის-
აქ, დედაჩემი-შვეიცარი არ ელის ხურდას...
შუშის ციხეებს გადავტიხრავ თევზის/თახვების
წყალიც და მიწაც-თანაბარი ძალით რომ ხურდეს...
ახლა კი, ვწევარ-უჩვეულოდ განარინდები,
ვუყურებ ეკრანს-არც კი მოკლეს. ტელევიზორი
ცხოვრობს კორპუსში და სართულთა ლაბირინთები
თავისში იტევს ქართველს, სომხებს და აისორებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები