ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოხუცი ასტრონომი
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2015


  ჩამოტვირთვა

მრავალჯერ გათენებულ ღამეს დღესაც დილამდე ვუმღერებ რამეს!

რა გიამბოთ სასწაული იმაზე დიდი,
ვიდრე ქვეყნად მოვლინება ადამიანის
უხილავი გაებმება სიცოცხლის ხიდი
მის ქვეშ მოსჩქეფს უკვდავება, მსგავსად მდინარის

ცისგან მოსულ სტუმარს მოსავს მიწა სამოსით
სუფთა დაფის წერას იწყებს ბედის კალამი
დაბადებას თან სდევს მუდამ, სახე გამოცვლილს
წარმატება, სიხარული, დარდი, ვარამი.

ყრმობას შესცვლის სიჭაბუკე დაუდგრომელი
და ფრთებს გაშლის სიყვარული ანცად, გიჟურად
არსად არის ქვეყანაზე ძალა, რომელიც
ცოდვით სავსე მიწის შვილებს აქცევს ღვთიურად.

შემდეგ შვილის დაბადების ზღვა სიხარული
ხელმეორედ გავლა შენთვის ნაცნობი გზების
მერე უკვე შვილისშვილი და კიდევ ერთხელ
იდუმალი განცდა გელის კვლავ დაბადების

თუკი შვილის შვილისშვილთა შესძელ შეცნობა
თუ ბოლომდე არ გასცვითე სულის სამოსი
ბედნიერად თავს გრძნობ, მაგრამ სულ არ გეთმობა
გზა განვლილი, გასავლელის ჯერ არ გამოცდილს.

ვის დავთარშიც არ იქნება გამოღებული
უქმადდებულ ნიჭთა ფუჭი სია ვალების
მამისაგან აქვთ უფლება მათ ბოძებული
მარადიულ სამყაროში გადანაცვლების!

დიახ, სხვაა ცეცხლის ალი შემოქმედების
სად მუზები ვერასოდეს ვერ მოკვდებიან!
ნიჭით, ღვთისგან ნაჩუქარით, აღმატებულით
ხელოვანნი ქვეყნად მხოლოდ იბადებიან!

ტარიელ დათოდევაძე
თბილისი 05:57
24/12/2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს