ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა_22
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2015


ნუ აზიარებ

ნუ აზიარებ ყველა სურვილს , ნუ აზიარებ
შენი  სამყარო უნდა დამალო. მე  გაღიარებ.
გულის კუნჭულში ნუ შემოუშვებ ყველა ავშარებს


ნუ აფრიალებ,  თავსაბურსაც ნუ აფრიალებ
შემოიხვიე, თვალის ჭრილი  ოდნავ  დამალე
ხელის გულებში დაუჭირე შუბლი სიტყვასაც

არ შეუშვირო ყველა  ნიავს  ლამაზი მკერდი
ეჭვიანობას სად გავბედავ, იცი რომ გეტრფი
ქარსა და გრიგალს მე შენს გამო  ვუცხადებ დუელს.


არ მინდა ღამე,  უსიყვარულოდ  განაწამები
ფარვანასავით მიმეწვება ზედ წამწამები,
ცეცხლს ნუ დამინთებ,  წითელ კაბას ჩაიცვამ ნუღარ...

გეტყვი ხმადაბლა, რომ მიყვარხარ, რომ გაღიარე
შენი სამყარო არ  დამალო, გამიზიარე...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები