ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2015


In Vino Veritas ანუ "მალაგის" ბალაგანი.

ღმერთო, მიიღე ზეყანამდე ჩემი ბეგარა,
მე-ლინჩის წესით ვასამართლებ ყველა უგულოს,
ვინც ჩამოშალა ბუდე მერცხლის, ანდა გუგულის.
სულერთი არის, ვინ იქნება: ასი, ეგერი,
იყოს ექიმიც, პედაგოგიც და კალატოზიც,
მაგრამ უფალო, მე მოძღვართან ვერ ჩავაბოზებ-
ვერცერთ მათთაგანს,
რადგან თანაბრად მოგვანიჭე-თავის შეცნობის
და მერე გულში შენი ძებნის დიდი პატივი,
რომ ეს ცხოვრებაც უსათუოდ მზა ნარატივი-
შენი, რომელსაც გამოვხატავ მზით და ტატნობით
ან უფრო სწორად შენ გვანახებ ყოველ დილაზე,
ახლა, მწუხრისპირს, მთვარის შუქით გადაირაზა.
მე ვსვამ "მალაგას".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები