 | ავტორი: მარი მემანიშვილი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 10 იანვარი, 2015 |
ჩვენს ცხოვრებაში ყოველდღე ვერ შეხვდებით ვარსკვლავბიჭუნას.
მე გამიმართლა და ის გავიცანი, მე გამიმართლა ქუჩაში უპატრონო ძაღლებს მისი გაცნობის მერე ვუყურებ თანაგრძნობით.ისე ბავშვობიდან მათ ვერ ვიტანდი ირგვლივ სინათლეა, ირგვლივ ცისარტყელას ფერებია, მისგან ვისწავლე რა თბილია ადამიანის გული, როცა ხელისგულზე გიდევს და ხედავ, როგორ ფეთქვავს შენს გამო... ის გასცემს იმდენ სითბოს, იმდენს... მზესაც რომ ეყოფოდა სამასი წელი...
ბავშვობისგან ყველა რაღაცას ველით, მაგრამ ზოგი ...არასდროს ასრულდება... არც ჩემი ბოლო სურვილი ასრულდება.
პატარა როცა ვიყავი, მეც ველოდი ვარსკვლავბიჭუნას, რომელიც თმას დამაწიწკნიდა და ხუმრობით დამეჯღანებოდა.
მე არ წამიკითხავს ის წიგნი, რომელიც მას მოსწონს, თუმცა ბავშვობა ლაღი მქონდა და რაღაცნაირად მრცხვენია ამის გამო... მისი "ჩაბნელებული" ბავშვობის გამო მრცხვენია. მე არასდროს მითქვამს, რომ ვიყავი ბედნიერი, რადგან არ მინდოდა ტკენოდა საკუთარი ობლობა. არც იმას ვეტყვი, როგორ მიყვარს ჩემი შვილები, რადგან მას სულ ენატრებოდა დედა, მეც მენატრება დედაჩემი, მაგრამ მან ფეხადგმული დამტოვა...
იყო ერთი ქალი, მას ლამაზი შვილები ყავდა. შენც ყავდი შენც ყავდი.... შენ... ამ ზღაპარში ყურებიანი ქუდით ერთხელ შენც იყავი. იცი?
ბოლო დროს ყველაფერი განაცრისფერდა. ხომ არ იცი, მირაჟი სად გაქრა? როცა ჩამოხვალ, ცისარტყელა ჩამომიტანე... ჩემი ცხოვრების ზამთარში , მხრებზე შალმოდებული, ბუხრის პირას დაგელოდები.
ამ წერილს მხოლოდ ღამით ვწერდი,ვარსკვლავებთან და ციცინათელებთან ერთად. ყოველ ღამეს მხოლოდ ერთ წინადადებას ვამატებდი . ამიტომ უკვე ერთი თვეა, რაც იწერება და დრო დადგა, რომ დღის სინათლე ნახოს (ბანალური სიტყვებით ბანალური წერილი იწერება, მაგრამ ეს სიტყვები ზოგჯერ ყველაზე გულისამაჩუყუბელი და მგრძნობიარეა, სხვა სიტყვებზე მეტად ახლოს მიდის გულთან და გვერდს ვერავინ აუვლის...)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ვაახ რა კარგია ვააახ ვაახ რა კარგია ვააახ
5. ვაახ რა მაგარია) ვაახ რა მაგარია)
4. ყველას მადლობა ყველას მადლობა
2. ჰო, იყო მგრძნობიარე მომენტები.... ჰო, იყო მგრძნობიარე მომენტები....
1. ,,მისი ,,ჩაბნელებული'' ბავშვობის გამო მრცხვენია''.
იყო მგრძნობიარე მომენტები. წარმატება ავტორს. ,,მისი ,,ჩაბნელებული`` ბავშვობის გამო მრცხვენია``.
იყო მგრძნობიარე მომენტები. წარმატება ავტორს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|