ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2015


ყაყაჩოები


გამარჯობა, ჰენ!
შენ ცხადია, ვერ გამიხსენებ.
მე ვიყავი შენი "გადია"
და მთელი ცხრა თვე
საკუთარი სისხლით გკვებავდი.
ჰენ, მე დამარწმუნეს რომ ჩვენ,
აღარაფერი გვექნებოდა საერთო,
შენი ჩემგან გამოსვლის მერე.
მაგრამ, ჰენ!
სიზმარში გხედავ,
ვითომ ხელი გაგეჭრა და
სიეტლის თოვლზე
ჩვენებური ყაყაჩოები გაიშალნენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები