ათენს ისე ცივა, გამეყინა მუზა, ამ ნაფერებ რითმებს, ნეტავ რაღას ვუზამ. ჩავდებ ამანათში, სითბოს ვატან ულევს, ახალ წელს გისურვებთ, ჯამრთელობას ურყევს. სიყვარულს და ტრფობას, გულწრფელსა და სუფთას, და მთელ საქართველოს, ბარაქიან სუფრას, ამ მილოცვებს ვატან მე აქაურ სანტას, იქ დახვდება სარფთან, ჩემი თოვლის პაპა.