 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 17 იანვარი, 2015 |
ნინო დარბაისელი
გათელა - - - - - - - - - -
ვიცნობდი სალმით, მხოლოდ შორიდან, ემტერებოდა ბევრის მათ ენა, სდევდა მარადი მართალ-ჭორი და ამბობდნენ ,,ტრფობამ ფეხქვეშ გათელა!“
,,-ნათელში - ჭია არის უბრალო, ბნელში ანათებს ციცინათელა,..“ კაცის ამ სიტყვამ შექნა უბრადო, ქალი-ყვავილი - ფეხქვეშ გათელა.
ქორწინება და განქორწინება, რაკი ნათელმა ვერ ინათელა, დასრულდა, ბედმა როგორც ინება. ტრფობამ კი არა, ყოფამ გათელა.
ამბობენ, მარტო რომ დაიგულა, კაცმა მის კართან ღამე ათენა, უბეში ჰქონდა თან თაიგული, გაუწოდა და ქალმა გათელა.
,,ქალღმერთად გთვლიდი, შენთან რა იყო ან აფროდიტა, ანდა ათენა! მინდა, კვლავ შენი ყოფა გავიყო...“ ქალმა - ყვავილი ფეხქვეშ გათელა.
კონა ყოფილა, ალბათ, იების, არა - ვარდები - ვეებერთელა.. არშენდობის და არპატიების ნიშნად კი ქალმა ფეხქვეშ გათელა.
კაცს აქანებდა თურმე პირქარი და იხრებოდა ალვა და თელა, ქარს მოჰყოლია ხსოვნა იმ ქალის... (ვინ იცის, იქნებ არც კი გათელა)
რა რას ამართლებს ან რა რას გაბრის რით გატეხილი - რამ გაამთელა! ესმოდა სუნთქვა ღერი სუსამბრის, ხოლო იები - ფეხქვეშ გათელა?
მისგან ვიწავლეთ რიდი და კდემა, ყოფის წყვდიადში მან გვისანთელა, გამოიგლოვა მთამა და კლდემა, და ფრთებით ცაში ნისლი გათელა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ქალბატონო ნინო, ქალბატონო ნინო, იფ იფ. :)) :* ქალბატონო ნინო, ქალბატონო ნინო, იფ იფ. :)) :*
3. ქ-ნო ნინო! დაგეთანხმებით, ნამდვილად იშვიათობაა ესე ერთი სიტყვის ირგვლივ აგებული და გარითმული ლექსები და მართლაც რთულად საძებნია 9 სიტყვა ფუძესთან ასე ახლოს მყოფი. ქ-ნო ნინო! დაგეთანხმებით, ნამდვილად იშვიათობაა ესე ერთი სიტყვის ირგვლივ აგებული და გარითმული ლექსები და მართლაც რთულად საძებნია 9 სიტყვა ფუძესთან ასე ახლოს მყოფი.
2. კრიტიკო ძვირფასო! მადლობა, რომ მოგეწონათ. ეს კომენტარი ,,ფეისბუქზე'' დაიწერა, მაგრამ ვფიქრობ, გადაინტერესებთ. მადლობა, რომ ლექსი მოგეწონათ გაგიმხელთ ჩემს ჩანაფიქრს. ,,გათელა', რომელიც სათაურადაც არის ატანილი, ფიქსირებული რეფრენია ამ ლექსისა, თავისებური ღერძი, რომელზეც ასხმულია სახეობრივ-აზრობრივი მომენტები. უფრო მარტივად: წარმოიდგინეთ, დასაშლელი ცხრადონიანი საახალწლო ნაძვისხე, დაბლიდან რომ იწყებთ აწყობას, და ,,ვერხუშკამდე"- აქ ფინალამდე ადიხართ.( გრადაცია). ამ ერთ სიტყვას ცხრა სიტყვა ერითმება, ანუ ცხრა სარითმო წყვილისცალია დაძებნილი და ესეც თავისებური იშვიათობაა. პოეტურ ტექსტში ამგვარად დაფიქსირებული ერთი სიტყვა აქ ,,გათელა" პერსევერაციას გამოიწვევს მკითხველში. (ვერშეგუება, თავისებური გაღიზიანებაც ამის საფეხურია . მთელი ლექსი რომაც არ ახსოვდეს, რაღაც ხნით ამ ერთ სიტყვას ვერ მოიშორებს. ეს იყო ჩემი ჩანაფიქრი, განსახორცილებლად კი ყველაზე მდაბალი რამ - ქართული ლიტერატურული ჭორი ავიღე, რათა , დასაწყისში ჩემი აზრით, რაც შეიძლება დაბალი რეგისტრი მქონოდა. ... აი ლექსის მთელ ლაბორატორიაშიც შეგიწვიეთ კრიტიკო ძვირფასო! მადლობა, რომ მოგეწონათ. ეს კომენტარი ,,ფეისბუქზე`` დაიწერა, მაგრამ ვფიქრობ, გადაინტერესებთ. მადლობა, რომ ლექსი მოგეწონათ გაგიმხელთ ჩემს ჩანაფიქრს. ,,გათელა`, რომელიც სათაურადაც არის ატანილი, ფიქსირებული რეფრენია ამ ლექსისა, თავისებური ღერძი, რომელზეც ასხმულია სახეობრივ-აზრობრივი მომენტები. უფრო მარტივად: წარმოიდგინეთ, დასაშლელი ცხრადონიანი საახალწლო ნაძვისხე, დაბლიდან რომ იწყებთ აწყობას, და ,,ვერხუშკამდე"- აქ ფინალამდე ადიხართ.( გრადაცია). ამ ერთ სიტყვას ცხრა სიტყვა ერითმება, ანუ ცხრა სარითმო წყვილისცალია დაძებნილი და ესეც თავისებური იშვიათობაა. პოეტურ ტექსტში ამგვარად დაფიქსირებული ერთი სიტყვა აქ ,,გათელა" პერსევერაციას გამოიწვევს მკითხველში. (ვერშეგუება, თავისებური გაღიზიანებაც ამის საფეხურია . მთელი ლექსი რომაც არ ახსოვდეს, რაღაც ხნით ამ ერთ სიტყვას ვერ მოიშორებს. ეს იყო ჩემი ჩანაფიქრი, განსახორცილებლად კი ყველაზე მდაბალი რამ - ქართული ლიტერატურული ჭორი ავიღე, რათა , დასაწყისში ჩემი აზრით, რაც შეიძლება დაბალი რეგისტრი მქონოდა. ... აი ლექსის მთელ ლაბორატორიაშიც შეგიწვიეთ
1. +1 საინტერესოა +1 საინტერესოა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|