ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2015


დედაჩემი.

დედაჩემს საკუთარი ჭაღარისფერი ხალათი მოსავს
და ყოველ დილით ისეთი ეშხით მიდუღებს ყავას,
თითქოს ბოლოა. მე მასში ვხედავ მოსეს,
რომელმაც შუაზე გაჰყო ზღვა და ბილიკად სავალ
გზას მაჩვენებს გაღვიძებისას-დაძინებამდე.
ის სრულიად ფეხშიშველი დადის ტროტუარებზე,
რათა მამცნოს ყოველი შუშის ნატეხი ან ნამწვი,
რომელმაც შესაძლოა ფეხსაცმელი შემილახოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები