ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლეგატო
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2015


***

გახსოვს ქოხი რომ ავაშენე
ქოხი ტყის ნაპირას ზღაპრადთქმული,
ჩუმად შევიყუჟე - მომეკედლე,
მარტოობისაგან დაზაფრული.

ალბათ ისიცგახსოვს მზე რომ მენთო,
ბუხარში ზამთრის სუსხით გათანგული,
სითბო შენ იმდენი შეუკეთე,
დამიდგა ბუხრისპირა გაზაფხული.

ის მზე,ისე უცებ აბრიალდა,
ფერებს აღარ ჰქონდათ დასასრული,
ბუხრისპირს ერთმანეთს ჩავეხუტეთ
მე,შენ,ქოხი და გაზაფხული.

მერე რა მისნობა,რა გზა მრუდი,
მზემ იწყო ქრობა  დანავლული,
სითბოს შეკეთება  დაგავიწყდა,
ან მე დავაკელი ალალგული.

გული ტკივილებით დამინაღმე,
მიხვალ, წამოკრიფე აბგა გუდით.
აღარ მედგომება აქ უშენოდ,
წაველ სისხლმდინარე თოთო გულით.

კოშკიც ჩამოწვება უცხოვრებლად,
ქოხი კი არა და სვე-ბედკრული,
ახლა მხოლოდ სიზმრად მეზმანება,
ქოხი ანთებული გაზაფხულით!

2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები