შესაძლოა ცდებოდე, მაგრამ მთავარია იყო გულწრფელი.
შენმა სიკვდილმა გამოიწვია სიცოცხლე, მზე ანათებს და ჰაერი ცივია ისევ, მე მსურდა შენთან ჩახუტების გარეშე გაფრენა იქ, სადაც თეთრი წყვილები ბაღებში ზასაობენ.
ჭეშმარიტება რა არის? ან შენ რას შვები ღმერთო? ნუთუ შენ უყურებ დედამიწის სულიერ შვილებს და არ გსურს დაბადების დღეზე, ადამიანებს გვესროლო ატომური ბომბები. ბოღმისა და ღვარძლის ღია გამოვლინების მწამს, გულწრფელობა ჩემი სადღეგრძელოა სიყალბის ქვეყანაში.
სულის, სულის საიდუმლოება, გულის, გულის საიდუმლოება, რელიგია - გადარჩენის ანკარა წყარო. ვიცი მკვდარი ვარ, როგორც იუდა, თუმცა დამრჩა შანსი, უკანასკნელი შანსი. გადააყენე ფეისბუქის ქავერის სურათი, ნუ ცდილობ გაიხსენო, რომ ვზასაობდით თბილისის პარკში.
ჩემო დავიწყებულო მეგობრებო ჩემი გული აღარ სცემს თქვენს მოლოდინში, რა სევდიანია განშორება, როცა ადამიანებს ყლეზე გვკიდია ერთმანეთი. ჩემი გერლფრენდი თვალებს მიციმციმებს, მოგზაურობას მთხოვს, მე დავკარგე გზა გულწრფელობის ქრისტეს საუბრები მენატრება შავი მელნით თეთრ ქაღალდზე დაწერილი. ყოველი წამი ნაპირზე მოიტანს ფიქრსს და ვხვდები ჩემი სული დაეცა. მე ვგრძნობ ვარ არარაობა მიშველე დაკარგულო მეგობარო, მეგონა ურთიერთობა იქნებოდა მარადიული, უსასრულოდ მსურს ვიტირო, ბავშვობის წლების გასახსენებლად, უსიყვარულობის გამო მსურს ვიტირო და დავიბადო, თავიდან დავიბადო.
თათოს
ჩემო პირველო სიყვარულო ჩემო პირველო ბაგეზე კოცნავ ჩემო ერთ მესიჯში დასრულებულო ზღაპარო, ისევ მიყვარხარ. შენ ერთადერთი დარჩი, ვისი სიყვარულიც 2015 წლის 20 იანვრამდე გამყვა, შენ ერთადერთი ხარ, რომელიც ბადებდა ჩემში სიგიჟის იმპულსებს, და ახლა ვხვდები სინანულში იბადება ჩემი ღმერთი. ჩემი ღმერთის სევდიანი დუმილი გულიდან მესმის, გულიდან მესმის იესოს ხმა, თუმცა სინანულს შენზე ფიქრისას აღარ განვიცდი, მელანქოლია მომაწვა მხოლოდ, მიზეზიც ეს არის. მე უფრო მეტი ყვავილი მოგიწყვიტე, მეტი არ იყო.
ყურაშას მე აღარ მიყვარხარ შენ მე არ შემიძლია შენს პრობლემებზე ვიფიქრო მე არ შემიძლია ჩემი ხელფასის 20 პროცენტი მაინც გასესხო მე არ შემიძლია შენი ოჯახის პრობლემა განვიცადო მე არ შემიძლია ძმაკაცობა მე ერთი თხილის გულს ვერ გაგიყოფ მე შენი სიხარული ვერ მახარებს მე თავი ბედნიერი მგონია, როცა რაღაც შენზე უკეთ გამომდის, მე უბედური ვარ ჩემი თავისა გამო, მე არც მეგობარ გოგოსთან ალერსი მამშვიდებს, რადგან სიყვარული არც მის მიმართ შემიძლია, მე არავინ მიყვარს, მე არც შენ მიყვარხარ, ფეისბუქზე მოწერილი გულის სმაილები ყალბია, მე ყალბი ვარ, ჩემი სამშობლო ყალბია, მე ჩემი სამშობლოს ნაწილი ვარ.
ანანოს
ჩვენ თითქოს ვეძებდით რაღაც განძს, შემდეგ კი ყველაფერი გაქრა. ზოგჯერ მგონია იმდენად დიდი დრო დავუთმეთ მოძებნას განძის, რომ დავიღალეთ ურთიერთობით, ადამიანები ზოგჯერ ვიღლებით ურთიერთობით. სიყვარულისთვის განკუთვნილი სუფთა ჰაერი ჩემს სულში გაქრა და დავრჩი გრილი აღმსარებელი. მხურვალე გული გამიქრა და გრძნობაც გამიქრა, ლოცვა ზედმეტი გახდა და ზოგჯერ მსურს გამიქრეს ხორცი, რომ მხოლოდ სულიერ საკითხებზე ვიფიქრო და მატერიალიზმი საბოლოოდ მოვიძულო. შენ ჩემო მეგობარო განსაკუთრებულად მიყვარდი, ახლა კი არ მაინტერესებს რამდენი გექნება სიცხე, 37 თუ 40. ამისთვის არსებობს წამალი აფთიაქში, მე რა შუაში ვარ?
როცა ახალგაზრდა მეძავი ქალი თავს იხრჩობს ლუსტრაზე, გარეთ ხეებზე ჩხავიან ყვავები. ადამიანი, რომელიც დაკარგე ურთიერთობის კვდომის სიმბოლოა, გაკრული კედელზე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ყოჩაღ.5+ საინტერესო ხელწერა გაქვს ყოჩაღ.5+ საინტერესო ხელწერა გაქვს
5. ეს ბიჭი აფრენს.. თუმცა კარგად აფრენს ეს ბიჭი აფრენს.. თუმცა კარგად აფრენს
4. +5 საღოლ, მაგრად მოიტანა +5 საღოლ, მაგრად მოიტანა
3. ტირილი და სასოწარკეთა საქმეს არ შველის.
''სასოწარკვეთა'' როგორ ვერ ვიტან ამ სიტყვას და რატომ ვთქვი არ ვიცი.
ჰო.... უფალი ყოველთვის ჩვენთანაა, წარმატებები...... ტირილი და სასოწარკეთა საქმეს არ შველის.
``სასოწარკვეთა`` როგორ ვერ ვიტან ამ სიტყვას და რატომ ვთქვი არ ვიცი.
ჰო.... უფალი ყოველთვის ჩვენთანაა, წარმატებები......
2. არის აქ კარგი ადგილები, ++ წარმატებები )) არის აქ კარგი ადგილები, ++ წარმატებები ))
1. მომეწონა ამ შემთხვევაში ალბათ შეუსაბამო სიტყვაა, მესმის ..მგონი ასე ვთქვა ჯობს... პ.ს. იესო მუდამ შენთანაა, არ დანებდე)) წარმატებები მომეწონა ამ შემთხვევაში ალბათ შეუსაბამო სიტყვაა, მესმის ..მგონი ასე ვთქვა ჯობს... პ.ს. იესო მუდამ შენთანაა, არ დანებდე)) წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|